უკან
სამართალი
22 ივნისი, 2018 13:15
,,ბასიანში“ შსს-ს წარმომადგენლები შევიდნენ
„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, ღამის კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ შევიდა.
„ბასიანის ოფისში შ.ს.ს შემოვიდა, ჩხრიკავენ ოფისს მიაქვთ ყველა დეკლარაცია.როგორც ჩანა შოუ არ დამთავრებულა“ - წერს გელბახიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.
კლუბ ,,ბასიანში“ ჩხრეკას არ ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც “მედიანიუსს” უწყებაში განუცხადეს, შსს-ს წარმომადგენლები ,,ბასიანში“ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გარკვეული დოკუმენტების მისაღებად შევიდნენ.
,,არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი“, - აცხადებენ შსს-ში.