უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 ნოემბერი, 2017 17:42
font-size

BAT-ის მიმართ საგამოძიებო ორგანოებმა თაღლითობის მუხლით დაიწყეს გამოძიება

პირველი ინტერესი ადგილობრივი წარმოების გაჩერებისა და უფილტრო სიგარეტის არარსებობისა აქვს უცხოურ იმპორტიორებს, მულტინაციონალურ კომპანიებს, - განაცხადა ,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა „იბერია ტვ“-ს გადაცემაში ,,ცენზურის გარეშე“ სტუმრობისას.

მისი თქმით, ფილტრიანი სიგარეტის სეგმენტი ხელში სრულად ჩაიგდეს მულტინაციონალურმა კომპანიებმა, ადგილობრივ წარმოებას კი, უფილტრო სიგარეტის სეგმენტი დარჩა.

,,იმისათვის, რომ ადგილობრივმა წარმოებამ იფუნქციონიროს, მას არ უნდა შეეშალოს ხელი. იყო საუბარი, რაღაც საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელსაც ჩვენ თურმე რაღაც ხრიკად ვიყენებეთ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციის წყარო ყველაზე მეტად სარგებლობს იმ ხარვეზებით, რაც საქართველოში არსებობს. ჩვენ არანაირი ხარვეზით არ გვისარგებლია და არანიარი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ გვქონია არც კანონმდებლობის მიმართ და საგადასახადო კოდექსის მიმართ ზოგადად, არც მომხმარებლის მიმართ.

ხარვეზით სარგებლობენ ისინი, ვინც ებრძვის ადგილობრივ წარმოებას. პირველი ინტერესი ადგილობრივი წარმოების გაჩერებისა და უფილტრო სიგარეტის არარსებობისა - ეს არის უცხოური იმპორტიორი, მულტინაციონალური კომპანიების ინტერესი.

რა ინტერესი ჰქონდათ მათ, როდესაც ახორციელებდნენ დემპინგს წლების განმავლობაში? გასაგებია, რომ არ არსებობს ზოგადად დემპინგური კანონმდებლობა საქართველოში, მაგრამ ქვეყანაში არის კანონი რეკლამისა და კონკურენციის შესახებ, ასევე თამბაქოს კონტროლის შესახებაც კანონი, სადაც პირდაპირ წერია, რომ მტაცებლური ფასები არის აკრძალული.

მტაცებლური ფასები მარტო ჩვენ კი არ გვაზიანებდა წლების განმავლობაში, რომელიც ფილტრიან სიგარეტზე იყო ძირითადად მიმართული და ფილტრიანი სეგმენტი მთლიანად ჩაიგდო ხელში ამ მულტინაციონალურმა კომპანიებმა. ადგილობრივ წარმოებას დარჩა უფილტრო სიგარეტი, რომელიც მუდმივად არსებობდა. არაფერი განსაკუთრებული უფილტრო სიგარეტთან დაკავშირებით არ ხდება ახლა, მაგრამ ამას ვერ გუობენ, ვერ ხარშავენ. ვერ ინელებენ იმას, რომ ეს სეგმენტი მათ განკარგულებაში არ არის. რა თქმა უნდა, რომ აღარ იქნება ადგილობრივი წარმოება და ეს სიგარეტი არ იქნება, ეს მათ ინტერესში შედის“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

,,ომეგა ჯგუფი - თამბაქოს“ გენერალურმა მენეჯერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ადგილობრივი წარმოების მიმართ თაღლითობის მუხლით საქმე არასოდეს ყოფილა აღძრული.

“ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ არ გაჟღერებულა და არ ყოფილა, რომ თაღლითობის საქმეზე ყოფილიყოს აღძრული საქმე ადგილობრივი წარმოების მიმართ. იმპორტიორების მიმართ კი, თაღლითობის საქმე აღძრული არის. სწორედ, ,,ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ წინააღმდეგაა თაღლითობის მუხლით აღძრული საქმე. აფრიკის სახელმწიფოებში BAT-ის საქმიანობისას გამოვლენილ უკანონო ქმედებების ფაქტზე, ინგლისის სერიოზული თაღლითობის საგამოძიებო ორგანომ დაიწყო თაღლითობის მუხლით გამოძიება. ეს კი გულისხმობს ამ კომპანიის ჩართულობას კორუფციულ გარიგებებში, საწარმოო შპიონაჟსა თუ საბოტაჟში.

,,ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ თაღლითურ სქემებზე, გარიგებებზე, საბოტაჟზე და ამის დამადასტურებელი ფაქტები თვითონ მათმა ყოფილმა თანამშრომლემა დადო და „ბიბისიმ“ გააშუქა ეს.

ამ მულტინაციონალური კომპანიის უკანონო ქმედების ფაქტზე საქართველოშიც არის აღძრული საქმე. საინტერესოა, BAT-ის ქმედებებს რა კვალიფიკაციას მისცემენ საქართველოს საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო. სხვა შემთხვევაში, ეს დავაც გადაინაცვლებს საზღვარგარეთ საერთაშორისო სასამართლოში, სადაც მიუკერძოებელი სამართალი ჩვეულებრივი მოვლენაა.

დაინტერესდით თაღლითები ვინ არიან და ვინ მოქმედებს თაღლითურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ საერთაშორისო აეროპორტებსაც - ნათია თურნავა

2 ივნისი, 2020 , 17:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ეკონომიკის სამინისტროს ინფ

აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ივანე მაჭავარიანი

2 ივნისი, 2020 , 17:15

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 ივნისი, 2020 , 14:50

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 2 ივ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 ივნისი, 2020 , 14:40

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერცი

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიები ექსპორტს ზრდიან

2 ივნისი, 2020 , 13:53

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიები „გლენბერი“ და „მაგალ“ კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ზრდიან. კომპანიის მფლობელი ისრაელის

საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება - მაია ცქიტიშვილი

2 ივნისი, 2020 , 12:35

ჩვენთვის აუცილებელია ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის ტურიზმის აღდგენა, მაგრამ საჭიროა ტურიზმი აღდგეს ფრთხილად, გონივრულად, თანმიმდევრულად და ისეთი ტემპით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და რეგულაც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!