უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 თებერვალი, 2017 12:30
font-size

ბატონ ბიძინას მთავარი ოცნება ჯერ არ აუსრულებია - სოსო ცისკარიშვილი

იმ პროცესში, რისი მონაწილენიც ვართ, ჩემთვის რაიმე მოულოდნელობა არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საბოლოოდ გადაწყვეტილების წარმოჩენის დღეს რა ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ ,,რეზონანსთან’’ ინტერვიუში იმაზე საუბრისას, თუ როგორი კონსტიტუცია შეიძლება მივიღოთ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ.

,,დღეს, როდესაც კადრებთუხუცესისთვის აღსრულებულია ოცნება, ამ ვითარებაში, რასაკვირველია, საქართველოს კონსტიტუცია მიუღებელი იქნება ევროპული სტანდარტებისთვის. ასევე, ვერ იქნება მოწონებული ის შედეგი, რომლის სურვილიც ჩვენს კადრებთუხუცესს ,,რუსთავი 2’’-თან დაკავშირებით გააჩნია’’, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგი ,,დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში’’ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს, სადაც, მისი თქმით, ექსპერმიერი ამბობდა, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს უფრო ბევრი უფლებამოსილება უნდა მინიჭებოდა.

,,დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის’’ დაახლოებით 20 წევრს კარგად გვახსოვს, ჩვენთან სტუმრად მყოფი ბატონი ბიძინა ივანიშვილი როგორ გულზე მჯიღის ცემით ამბობდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პარლამენტის მიერ არჩეული, რომ ახალი კონსტიტუციით უფრო ბევრი უფლებამოსილება უნდა მივანიჭოთ მას და ამ ინსტიტუტის გაძლიერება უნდა მოხდესო. ეს მისი ფრაზებია.დადგა ჟამი და აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველოს ვნებს მხოლოდ პრეზიდენტი და სხვა არავინ’’, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი ასეთ შეფასებებს ,,ემონება და ჩვენ დავბრუნდით 2014 წელში’’, როდესაც პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს პრეზიდენტთან ურთიერთობა აკრძალული ჰქონდათ.

სოსო ცისკარიშვილი პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასაც შეეხო.

,,პრეზიდენტმა ,,ვეფხისტყაოსანზე’’ უფრო ფილოსოფიური პოემა რომ შემოგვთავაზოს, რასაკვირველია, მისი წაკითხვის უფლებაც კი არ ექნებათ, ,,ქართული ოცნების’’ ლიდერებს. ეს მიმანიშნებელია იმისა, რომ ჯერ ერთი, პარლამენტის ახალბედა თავმჯდომარეს უკვე აკრძალული აქვს პრეზიდენტთან ურთიერთობა და დასწრება თუნდაც უშიშროების საბჭოს სხდომებზე’’, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებსაც გამოეხმაურა.

,,ბატონი ბიძინას მთავარი ოცნება ჯერ არ აუსრულებია - ,,რუსთავი 2’’-ის ეკრანის დაბნელებას ჯერ ვერ აღწევს’’, - ამბობს ცისკარიშვილი.

ნინო ექვთიმიშვილი

თუ არ ეშინია ივანიშვილს, თუნდაც ციხიდან ჩამრთონ პირდაპირ დებატებში - მიხეილ სააკაშვილი

23 იანვარი, 2026 , 10:30

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დებატებში ჩართოს, თუნდაც ციხიდან. კერძოდ, სააკაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური - ნიკა ჩერქეზიშვილი

22 იანვარი, 2026 , 17:08

საკრებულოში „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის იდეა „არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური&ld

ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს - ხატია დეკანოიძე

22 იანვარი, 2026 , 16:51

ხალხი, ვინც სერიოზულად საუბრობს დემოკრატიასა და ნამდვილ პოლიტიკურ დებატებზე, საკუთარ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში არ კეტავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დ

სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების გამოთხოვა ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით ხდება - სუს-ი

22 იანვარი, 2026 , 16:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპან

თბილისის უძველესი შენობების იერსახის შენარჩუნება და მასზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა - ზურაბ აბაშიძე

22 იანვარი, 2026 , 14:39

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ვანდალიზმთან დაკავშირებით ქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, დაზიანებულია 5 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობის იერსახე, რაც მისი თქმით, მკაფიოდ

540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო - ირაკლი ფავლენიშვილი

16 იანვარი, 2026 , 13:23

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ 540 ათასი ლარი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაუხადა, საარჩევნო დავალიანება იყო. &bdq

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი