უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 აგვისტო, 2020 15:10
font-size

ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა - დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება .

„ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ, თუ გადახედავს 8, 10, 12 წლის წინანდელ განცხადებებს და რეზოლუციებს შეერთებული შტატების კონგრესის, დაინახავს, რომ შეერთებული შტატების კონგრესი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი მხარდამჭერი ნატო-ში გაწევრიანების პროცესში და დღევანდელი ხელისუფლების „დამსახურება“ არის ის, რომ დღეს საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების კონგრესს გააჩნია ისეთი კითხვები, როგორიც არ ჰქონდა არასდროს.

დიახ, საქართველო რჩება აშშ-ის პარტნიორად, დიახ, ქართველი ხალხი იმსახურებს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და მიაღწია იმას, რომ დღეს კონგრესი პირობით გვიჩერებს ქართველი ხალხისთვის გამოსაყოფ დახმარებას. ასე რომ, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი,“- ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი.

„ვინც რანაირი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს, საქართველოს და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი არ ემუქრება,“ - ეს განცხადება გიორგი გახარიამ დღეს, მუხათგვერდის სასაფლაოზე გააკეთა.

გახარია ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის გაცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოსთვის დრო დადგა, გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი“, - ეს განცხადება კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ოკუპაციამ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელი არ უნდა შეუშალოს.

ბოკუჩავა თურნავას: ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მოსახლეობა

რეალობას მოწყვეტილი მთავრობა სხვა საქართველოზე საუბრობს - გიორგი ვაშაძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:30

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს. ვაშაძის გ

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - ზურაბ ჭიაბერაშვილი

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მიმართავს. ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩააგდო

„ჩვენი საქართველო` ელიტურ კორუფციაზე ეკონომიკის მინისტრს, პასუხს კიდევ ერთხელ სთხოვს

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში მისვლას ეხმაურება. პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი არაერთი მცდელობის მიუხედავათ, თურნავამ კომპანია „ელგ

კაპანაძე თურნავას: როდესაც დაინფიცირების ზრდა დიდი არ იყო, ბუზს ესროლეთ ქვემეხი და ახლა სტატისტიკის უკან იმალებით

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებს და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. სერგი კაპანაძის თქმით, ყველა ის მონაცემი, რაც მოიყვანა მინისტრმა არის ტყუილ

სალომე ზურაბიშვილი - პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვანი სწავლების საქართველოში ჩატარება მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია

18 სექტემბერი, 2020 , 12:25

სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან, რომელიც არის ჩვენი მყარი მიზანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზ