უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 მაისი, 2025 13:21
font-size

ბატონ გახარიაზე ზედგამოჭრილი არის დუმბაძის სიტყვები – ადამიანი შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტ, მერე ადვილი არის ცხოვრება - შალვა პაპუაშვილი

ადამიანი როდესაც შუბლის ძარღვს გაიწყვეტს, მერე ცხოვრება ადვილია და ვხედავთ ბატონ გახარიას, საკმაოდ ადვილად ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას ეს მორალური ბარიერები ყველანაირი გადალახული აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, რომლის თანახმადაც, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ აქციების კოლაჟი გამოაქვეყნა და 20 ივნისის აქცია გამოტოვა.

„მგონი, ბატონ გახარიაზე ზედგამოჭრილი არის დუმბაძის სიტყვები – ადამიანი შუბლის ძარღვს რომ გაიწყვეტ, მერე ადვილი არის ცხოვრება. ადამიანმა აღიარა, რომ ის უცხო ქვეყნების ელჩებთან შეთანხმებით გადადგა პრემიერობიდან და მიატოვა პოლიტიკური გუნდი. სხვა ქვეყნის ელჩმა, ერთმა კონკრეტულმა უთხრა მას და გადადგა. ასეთი ადამიანი დღეს კიდევ პოლიტიკაში არის და ბედავს, იყოს პოლიტიკაში. ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის არათუ პოლიტიკოსის, არამედ ელჩის, რომელიც არის ჩვეულებრივი ბიუროკრატი, უცხო ქვეყნის ბიუროკრატის მითითებით მიდის თანამდებობიდან, ღალატობს თავის პოლიტიკურ გუნდს, ნუ, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი, რომელსაც შუბლის ძარღვის რაღაცა ფრაგმენტი მაინც შერჩენილი აქვს, პოლიტიკაში არ დარჩებოდა.

კიდევ ერთხელ, როდესაც შუბლის ძარღვს გაიწყვეტს ადამიანი, მერე ცხოვრება ადვილია და ვხედავთ ბატონ გახარიას, საკმაოდ ადვილად ცხოვრობს იმ მხრივ, რომ მას ეს მორალური ბარიერები ყველანაირი გადალახული აქვს. ამ დროს უკვე ნებისმიერი ტყუილიც შეიძლება და ნებისმიერი სხვა უღირსი საქციელიც“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

წყარო

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი

7 ნოემბერი, 2025 , 12:06

„ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემზარავია, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე&

ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი

6 ნოემბერი, 2025 , 19:00

„კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ახალ ბრალს არ ეთანხმება და ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, ეს დღეს გამომძიებლებთანაც დააფიქსირა. „საპროტესტო აქციები ამ ქვეყანაში გამოცხადდა საბოტაჟად.

მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

6 ნოემბერი, 2025 , 18:42

საქართველოს მესამე პრეზიდენტს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი კლინიკა ვივამედში წარუდგინეს.  გიორგი ჩალაძე აღნიშნავს, რომ მთლიანი საქმე არის "ივანიშვილის ზვიგენთან სელფის გადაღებაზე

„ოცნებისგან“ გასაკვირი უკვე არაფერი აღარ არის - გიორგი შარაშიძე

6 ნოემბერი, 2025 , 18:05

არაერთხელ გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები, მათ შორის, ევროკავშირში სიარულით და რეალურად, იქ უვიზო რეჟიმის შეწყვეტის მოთხოვნით - ეს მტკიცებულებები საჯაროა, მაგალი

`ქართული ოცნება` თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას - ბადრი ჯაფარიძე

6 ნოემბერი, 2025 , 17:42

"ქართული ოცნება" თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას, - ასე ეხმაურება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე  პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ

დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი - ელენე ხოშტარია

6 ნოემბერი, 2025 , 17:29

დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი. დიახ, „რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმ