უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
არქივი
პოლიტიკა
ბატონო ბიძინა, დააკვირდით მინსკის მოვლენებს! - ანზორ ბიწაძე
ცივილიზებულ სამყაროში, არჩევნებით მანიპულირება ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც არავის ეპატიება, - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.
ბიწაძის თქმით, მეთოდები, რომლის დახმარებითაც „ქართული ოცნება“ აპირებს ფონს გავიდეს, დიდად არ განსხვავდება იმ დარღვევებისგან, რომელიც ბელარუსში ვიხილეთ.
„ბატონო ბიძინა, დააკვირდით მინსკის მოვლენებს!
სულ რაღაც სამი წლის წინ, მინსკში ჩამოყალიბდა ფორმატი, რომელშიც საფრანგეთის, რუსეთის, გერმანიის და უკრაინის პრეზიდენტები იღებდნენ მონაწილეობას. ლუკაშენკო იყო მასპინძელი ფორმატისა, რომელსაც შეაიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის მექანიზმები უნდა შეემუშავებინა შუაგულ ევროპაში. მიუხედავად ამისა, ანგელა მერკელმა, რომელსაც სულ რაღაც სამი წლის წინ ლუკაშენკო მასპინძლობდა, ღიად განაცხადა ბელარუსიისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობის შესახებ.
ცივილიზებულ სამყაროში, არჩევნებით მანიპულირება ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც არავის ეპატიება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს რეაქცია, არაფორმალური მმართველის მიერ არჩევნების გაყალბების შესახებ. მეთოდები, რომლებითაც თქვენ ფონს გასვლას აპირებთ, დიდად არ განსხვავდება იმ დარღვევებისგან, რომლებიც ბელორუსიაში ვიხილეთ.
თვალსაჩინოა, მანიპულირების ის ხრიკები და მეთოდები, რომლებითაც არჩევნების მოგება გინდათ. ორცხობილებივით სახელდახელოდ გამომცხვარი სატელიტებიც ფუჭად დაგრჩებათ და ის მილიარდებიც, რომლებიც თქვენს უკან დგას. საქართველოში, დემოკრატიულ ღირებულებებს, თავისუფალ არჩევენებს და ცივილიზებულ მომავალს, ალტერნატივა არ აქვს და ვერაფერი აღუდგება წინ!", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ