უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 თებერვალი, 2017 17:25
font-size

ბატონო პრემიერო, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებთ- არჩილ გამზარდია

„საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი, არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

“გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე - ვერ შევეგუებით, რომ მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო.

სირცხვილია პრემიერისგან ასეთი ჩარევა. მესმის, რომ პრემიერი კვირიკაშვილი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად ადგენდა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, მაგრამ როგორც პრემიერი, იქნებ მეტად მორიდებულ განცხადებებს აკეთებდეს მედიასთან მიმართებაში და პრაქტიკულად პირდაპირ არ უნდა აცხადებდეს, რომ ჯიბეში უნდა ჩაისვას ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მეორე, სირცხვილია, მაგრამ, იქნებ, ბატონ პრემიერს ხანდახან მაინც მოესმინა საზოგადოებრივი რადიოს გადაცემები და ენახა საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთი გადაცემა, ასე, რომ აზრზე არ არის და სრულიად არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ბატონო პრემიერო, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებთ, აქ უკვე არც თამადობა გშველით და არც რაიკომის მდივნებისთვის დამახასიათებელი ფსევდოაკადემიურობა’’, - წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ნინო ექვთიმიშვილი

ნატო ჩხეიძე: მიდიან უკიდურესობამდე! რისი იმედი აქვთ?

28 ივლისი, 2021 , 17:25

ვინც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, მათ ევალებათ მისი შესრულება და არა ხელარმომწერებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომრის

საჭიროა მკაფიო მესიჯი მათ მიმართ, ვინც ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ამ თავდასხმის ორგანიზატორია – კელი დეგნანი

28 ივლისი, 2021 , 15:06

საჭიროა მკაფიო მესიჯი მათ მიმართ, ვინც ჟურნალისტებზე და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ამ თავდასხმის ორგანიზატორია – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. "ყველას, ვისაც დემოკრატიის სწამს

ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვიყავით, როდესაც ვიხილეთ ძალადობა 5 ივლისს - დიეგო კოლასი

28 ივლისი, 2021 , 12:02

„მედიის თავისუფლება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტი დემოკრატიულ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართ

თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი - ირაკლი კობახიძე

27 ივლისი, 2021 , 17:00

თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი. მგონია, მიკროფონს დაგიბრუნებთ, ნუ დარდობთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაში - რიკ დემსი

27 ივლისი, 2021 , 15:26

შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს გადადების გარეშე - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ გ

გავა 6 თვე და როგორც დღეს გაყალბებულ არჩევნებს აღარ ახსენებენ, ისე აღარ ახსენებენ სანდრო ლაშქარავას - მამუკა მდინარაძე

26 ივლისი, 2021 , 18:44

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას, გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და მედიაზე ამბობს: "გავა 6 თვე და როგორც დღეს გაყალბებულ არჩევნებს აღარ ახსენებე