უახლესი ამბები
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
მსოფლიო


ბატონო პუტინ, გთხოვთ, გაეთრიეთ უკრაინიდან - პეტრო პოროშენკო
„ბატონო პუტინ, გთხოვთ, გაეთრიეთ უკრაინიდან“, -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკულ ტელეარხ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მან მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, არგენტინაში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტზე გადასცეს ეს მესიჯი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
„რუსეთის რეალური მიზანი ზღვის ოკუპაციაა. რაც მოხდა, აგრესიის წამოწყება იყო. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის აგრესიისთვის. ვემზადებით ჩვენი ქვეყნის დასაცავად. რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. რუსეთი თავს გვესხმის იმის გამო, რომ არ გვსურს რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყოთ. რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამერიკის პრეზიდენტთან და ვიცი, რომ ის მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ბრძოლას. რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის, თუ თავს დაგვესხმება“, - განაცხადა პოროშენკომ.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს, შემდგომში კი დააკავეს. კიევის განმარტებით, ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდნენ, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღვაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ.
ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული.
საკვანძო სიტყვები:

დიდი ბრიტანეთი ყველა სატრანსპორტო დერეფანს კეტავს
16 იანვარი, 2021 , 13:09

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
15 იანვარი, 2021 , 17:20
ინდონეზიაში თვითმფრინავთან კონტაქტი აფრენიდან 4 წუთში დაიკარგა
9 იანვარი, 2021 , 16:15

Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა
9 იანვარი, 2021 , 15:20

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს
9 იანვარი, 2021 , 13:08

ლონდონში გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია, ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდა - ლონდონის მერი
9 იანვარი, 2021 , 12:29