უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 სექტემბერი, 2018 13:40
font-size

ბათუმი ჭადრაკის ვარსკვლავებს უმასპინძლებს

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე ორი დღე დარჩა. 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის ახალი სპორტის სასახლე 180 ქვეყნის 4000-მდე მონაწილეს მიიღებს. 23 სექტემბერს, 21:00 საათზე “ბლექსი არენაზე“ გაიმართება ოლიმპიადის გახსნის გრანდიოზული ცერემონია.

სასახლეც და საორგანიზაციო კომიტეტიც ოლიმპიადის მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. ბათუმში, ოლიმპიადაზე სათამაშოდ თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე ჩამოვა - როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის. მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონები სხვადასხვა წლებში: ალექსანდრა კოსტენიუკი, მარია მუზიჩუკი, ანა უშენინა, ვლადიმირ კრამნიკი, ვიშვან ანანდი, რუსლან პონომარიოვი. მსოფლიოს რეიტინგ-სიის ტოპ-მოჭადრაკეები: ფაბიანო კარუანა, ჰიკარუ ნაკამურა, სერგეი კარიაკინი, ვასილი ივანჩუკი,ლევონ არონიანი, ბორის გელფანდი და სხვები.

ბათუმში ჩამოსვლას აპირებდა ვაჟთა შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება შეცვალა და აქცენტი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაზე გააკეთა. 9 ნოემბერს, ლონდონში დაიწყება მატჩი კარლსენსა და ამერიკელ ფაბიანო კარუანას შორის, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობას გამოავლენს. კარუანა მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზეა, როგორც აღვნიშნეთ ნოემბერში კარლსენს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს შეეცილება, მანამდე კი ბათუმში ჩამოვა და ამერიკის ნაკრებთან ერთად საჭადრაკო ოლიმპიადის მოსაგებად იბრძოლებს.

ბათუმში ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ნომერი, ჩინელი ჰაუ იფანიც ვერ ჩამოვა, თუმცა ტოპ-10-ეულის თითქმის ყველა წარმომადგენელი ახალ სპორტის სასახლეში მედლებისთვის ითამაშებს.

მთლიანობაში, ბათუმი ორი კვირის განმავლობაში საჭადრაკო სამყაროს 30-მდე ვარსკვლავს უმასპინძლებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს არაერთი ტიტული მოიპოვეს და ახლაც საკუთარი ქვეყნის ნაკრებების ლიდერები და მთავარი ვარსკვლავები არიან. საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებიდან საუკეთესო რეიტინგი, გუნდის ლიდერებს ნანა ძაგნიძეს და ბულგარელ ივან ჩეპარინოვს აქვთ - ძაგნიძე მსოფლიოს რეიტინგში საპატიო მე-11 ადგილზეა და ათეულის სხვა მოთამაშეებს მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. 30-ე პოზიციაზეა ჩეპარინოვი, რომელიც ამ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების სახელით ითამაშებს.

აჭარით ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ

18 დეკემბერი, 2018 , 16:50

აჭარის ტურისტული პოტენციალით ჩინეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ. მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში რეგიონის ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ

„National Geographic Traveler“ - აჭარა უფრო მეტია ვიდრე ზღვა

17 დეკემბერი, 2018 , 17:15

„National Geographic Traveler“ ბათუმის შესახებ მორიგ სტატიას აქვეყნებს. „ფიქრები საქართველოზე“ ასე ჰქვია სტატიას, სადაც საუბარია აჭარაზე, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ ადგილზე. “წ

„ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო „წყვილთა რბოლას“ უმასპინძლა

17 დეკემბერი, 2018 , 17:15

17 დეკემბერს „ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი (4WD) ავტომობილის

ბათუმში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

17 დეკემბერი, 2018 , 15:25

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი

სასამართლომ პატიმარ ლევან კორტავას საქმეზე ექვსი ადამიანი დამნაშავედ ცნო

17 დეკემბერი, 2018 , 13:25

პატიმარ ლევან კორტავას საქმეზე დანაშაულის ჩადენიდან 5 წლის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ექვსი ადამიანი დამნაშავედ ცნო. 5000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა გეგუთის კოლონიის ყოფილ უფროსს. დაჯარიმდა ც

ფოთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თონე აფეთქდა

17 დეკემბერი, 2018 , 11:45

ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თონე აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე იყო დასაქმებული. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`