უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 სექტემბერი, 2019 13:15
font-size

ბათუმი შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენციას მასპინძლობს

ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენცია (15th Black Sea Search and Rescue Conference) გაიხსნა.


ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნეს.

ღონისძიება 11-12 სექტემბერს იმართება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.

კონფერენცია ყოველ წელს ტარდება შავი ზღვის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში, საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ღონისძიებას, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კოორდინირებულად და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ ინციდენტების დროს შავ ზღვაზე. შესაბამისად, შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნები ყოველწლიურად მართავენ ამ კონფერენციას იმისთვის, რომ გავცვალოთ გასული წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია და გამოცდილება. საქართველო მზად არის, გაუმკლავდეს გამოწვევებს შავ ზღვაზე და მაღალ დონეზე შეასრულოს ძებნა-გადარჩენის ფართომასშტაბიანი ოპერაციები“,- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს „შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ საზღვაო ძებნა-გადარჩენის სერვისების სფეროში“ ანკარის 1998 წლის შეთანხმების (Agreement on Cooperation Regarding Maritime Search and Rescue Services among Black Sea Coastal States, Ankara/1998) წევრი ქვეყნების: უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები.

საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, შპს „საქაერონავიგაციისა“ და სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სააგენტოს წარმომადგენლები.

კონფერენციას საპატიო სტუმრების რანგში ესწრებიან გერმანიის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი კაპიტანი უდო ჰელგე ფოქსი, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) წარმომადგენლები.

სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

19 ნოემბერი, 2019 , 10:55

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების

ბათუმში თამბაქოს მწარმოებელთა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდა

18 ნოემბერი, 2019 , 14:55

ბათუმში, თამბაქოს მწარმოებელთა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. მისი განცხადებით, აჭარის მთავრობა კონსულტაციებს მართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ადგილობრივი მწარ

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება

18 ნოემბერი, 2019 , 10:57

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ, თუმცა შენობასთან ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის აპარატის თანამშრომლები არ

აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

აჭარის მთავრობის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესი 19 ნოემბრისთვის ჩაინიშნა. სასამართლოს გადადების მიზეზი დაკავებულების მოთხოვნა გახდა, აეყვანა

აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე ოთხი პირია დაკავებული

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირია დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ

საქართველოში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება

14 ნოემბერი, 2019 , 10:35

14 – 15 ნოემბერს, თბილისში, სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამიტი საქართველოში პირველად ჩატარდე