უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 იანვარი, 2018 12:30
font-size

ბათუმის 11-12 მარტის არეულობის გამო მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას 1.6-1.6 წლით პატიმრობა მიესაჯათ

18 ბათუმის 11-12 მარტის არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას 1.6-1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მამისეიშვილმა მიიღო.

მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და სსსკ-ის 225-ე მუხლით (მასობრივი არეულობის ორგანიზება) წარდგენილი ბრალი შეცვალა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ქმედების ორგანიზებას, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

როგორც მამისეიშვილმა განმარტა, მან ღოღობერიძეს სასჯელი შეუმსუბუქა იმის გამო, რომ ბრალდებული 4 შვილის მამაა.

„ჯგუფური ორგანიზება თქვენ და ღოღობერიძეს ნამდვილად არ ჩაგიდენიათ, დადასტურებული ფაქტია, რომ პირველის ნახევარზე, როცა აქციაზე დაიწყო დარბევა, არც ღოღობერიძე და არც ჩხვირკია არ იმყოფებოდნენ აქციაზე.

მე ვიზიარებ, რომ თქვენ ფიზიკური და მორალური ზიანი თქვენ გამო არ მიყენებია. მიმაჩნდა, რომ ღოღობერიძისთვის უფრო მეტი სასჯელი უნდა მიმესაჯა, ვიდრე თქვენთვის, მაგრამ მას აქვს შემამსუბუქებელი მდგომარეობა – ჰყავს ოთხი შვილი, ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება“, - უთხრა ჩხვირკიას მოსამართლემ.

ღოღობერიძე პროცესზე არ გამოცხადებულა.

სასამართლოში ამ საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აქცია ბათუმში 11 მარტს დაიწყო, რომლის მიზეზად დემონსტრანტებმა საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის ინციდენტი დაასახელეს. პატრულმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა. დააკავეს მოქალაქის თანმხლები პირიც. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამან გამოიწვია სპონტანური აქცია ადგილზე, რომელიც მოკლე ხანში ხალხმრავალი გახდა. აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის კახა ბუხრაძის გადადგომასა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. შეკრება თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა, რომლის შედეგად დემონსტრანტებმა 7 ავტომობილი დაწვეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

სისხლის სამართლის ბრალდებით 20-ზე მეტი პირი დააკავეს, დაახლოებით 19 ბრალდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა

5 დეკემბერი, 2019 , 17:30

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფი

ნიკა გვარამია სუს-შია დაბარებული

5 დეკემბერი, 2019 , 16:00

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს. მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან შესაბამისი უწყება მიუვიდა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ნიკა გვარამია სუს-ში მოწმის სახით გამოკ

მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

5 დეკემბერი, 2019 , 15:40

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი. ჩ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალური

ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბერ-მონაზონი დააკავეს

5 დეკემბერი, 2019 , 13:00

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

4 დეკემბერი, 2019 , 17:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ა.ს. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ &bdquo

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ბრილიანტის თვლები და ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

4 დეკემბერი, 2019 , 11:55

20 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`