უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აპრილი, 2017 13:40
font-size

ბათუმის 11-12 მარტის არეულობის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი მისი დაუსწრებლობის გამო გადაიდო

არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის განმარტებით, პროცესის გადატანა 173-ე მუხლის მიხედვით მოხდა, ბრალდებულის დაუსწრებლობის გამო.

ღოღობერიძის ადვოკატის, ზაზა პაპიძის განცხადებით, ბრალდებული დაკავებულია და მისი დასწრება სამართალდამცავ ორგანოებს უნდა უზრუნველყო.

„დაკავების მხარეს უნდა წარედგინა, რატომ არ იქნა წარმოდგენილი დაკავებული, თუმცა მათ გათავისუფლებული ჰყავდათ ხელწერილით, მაგრამ ის სიხლის სამართლის წესით დააკავეს შემდგომ და მათაც ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია. მათ უნდა გაეკეთებინათ ამასთან დაკავშირებით განმარტება“, - განაცხადა პაპიძემ.

დღეს სასამართლოს უნდა ემსჯელა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევაზე. გუშინ საპატრულო პოლიციამ ღვედის გამოუყენებლობის გამო მერაბ ღოღობერიძე გააჩერა, რასაც შემდგომ მისი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

გარდა ამისა, ღოღობერიძე და „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია ბათუმის დროებითი განთავსების იზოლატორში არიან. ისინი დაკავებულნი არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ადანაშაულებენ ბათუმის 11-12 მარტს მომხდარი არეულობის მოწყობაში.

ღოღიბერიძესთან საპატიმროში შეხვედრას გეგმავს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე. მან აღნიშნა, რომ ბრალდებულს გამოჰკითხავენ, გადაამეტეს თუ არა ძალა პოლიციელებმა გუშინდელი დაკავების დროს.

„მას არ გაუმახვილებია ყურადრება ძალის გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა დეტალურად, ახლა, შეხვედრისას ვკითხავთ, დაკავებისას თუ მოხდა ძალის გადამეტება პოლიციელების მხრიდან“, - განაცხადა ქათამიძემ.

ანა მებურიშვილი

ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი

5 დეკემბერი, 2019 , 18:44

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მ

მოსწავლეები CERN-ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ

5 დეკემბერი, 2019 , 14:40

ჟენევაში, მსოფლიო ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN) ფიზიკით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებსა და ცერნში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების,

რეგიონებში ორგანიზებული ძალადობის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილია - 400 ათასი კონტრაქციებისათვის

5 დეკემბერი, 2019 , 13:10

ოპოზიციის წევრებსა და ოფისებზე თავდასხმის იდეა ივანიშვილის რეჟიმის იდეოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფისიდან, კერძოდ კი, კახი კალაძის გარემოცვიდან მოვიპოვეთ. 

Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია

5 დეკემბერი, 2019 , 13:00

ვითიბი ბანკის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Mastercard-ის წამახალისებელ გათამაშებაში. 31 დეკემბრის ჩათვლით, ვითიბი ბანკის ნებისმიეირი Mastercard-ის ბარათით გადახდისას, შესაძლებელია 750 - და

გიორგის სიცოცხლისთვის!

5 დეკემბერი, 2019 , 11:25

პატარა გიორგის საზოგადოების დახმარება სჭირდება! გიორგის დიაგნოზია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკეემია. განეკუთვნება მაღალ რისკს. გიორგის ქიმიო თერაპიის ბლოკის ჩატარების დროს მედიკამენტ L- Asparaginase-ზე გამოუვლინდა ძლიერი ალ

ვარკეთილის მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა

4 დეკემბერი, 2019 , 18:04

მეტროსადგურმა „ვარკეთილი“ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ “მედიანიუსს” თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურიდან აცნობეს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`