უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აპრილი, 2017 17:25
font-size

ბათუმის არეულობის მოწყობის ბრალდებით დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე ბათუმში 11-12 მარტის არეულობის მოწყობის ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია მოინახულა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ქათამიძის განცხადებით, არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს, ხოლო ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო და მღვდელთან შეხვედრა მოითხოვა.

„ორივე დაკავებული აცხადებს, რომ დაკავებისას პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ორივე აცხადებს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. რაც შეეხება მერაბს, დღეს მან შიმშილობა დაიწყო და ასევე ითხოვს ერთ-ერთი მამაოს შესვლას, მაგრამ მიზეზს, თუ რატომ, ამას არ აკონკრეტებს“, - განაცხადა ქათამიძემ.

გუშინ ბათუმში 11-12 მარტის ღამით მომხდარი არეულობის ორგანიზების ბრალდებით, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე დააკავეს. მათ ბრალს უყენებენ სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს.

შეგახსენებთ, 11 მარტს ბათუმში „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასწორი პარკირების გამო მამა-შვილის დაჯარიმებასა და შემდგომში ადმინისტრაციული წესით დაკავებას პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები არაადეკვატურად მაღალ ჯარიმებს აპროტესტებდნენ, ასევე საპატრულო პოლიციის უფროსს ადგილობრივების მიმართ შეუმწყნარებლობაში ადანაშაულებდნენ. აქცია შემდგომში არეულობაში გადაიზარდა.

ანა მებურიშვილი

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ