უკან

რეგიონები

6 მარტი, 2018 16:45
font-size

ბათუმის ესტაკადას მშენებლობის მიმდინარეობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ესტაკადას მიმდინარე მშენებლობას გაეცნო. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მშენებლობა და უშუალოდ ესტაკადას საძირკვლის მოწყობა.

პროექტის მიხედვით, ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი იქნება.

აღნიშნული გზის 500 მეტრის მოწყობა უკვე დასრულებულია, ხოლო მეორე ნაწილი კი მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. პარალელურად ესტაკადის საძირკვლის სამუშაოები (პანდუსის ხიმინჯების ჩასასმელ ტერიტორიაზე გრუნტის ამოჭრა) და ასევე ხიმინჯების მოწყობა ხორციელდება, რომლის შემდეგაც უშუალოდ ხიდის მშენებლობა დაიწყება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80 მდე გაიზრდება.

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს. ბათუმის ესტაკადა ხელს შეუწყობს ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვას და ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებას, რაც რეგიონის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას მოემსახურება.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი