უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 სექტემბერი, 2019 12:25
font-size

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ახალი კორპუსი გაიხსნა

დღეიდან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობაში განთავსდება.

უნივერსიტეტის ახალი კორპუსის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

„ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის ასეთი საგანმანათლებლო სივრცე და ასეთი ინფრასტრუქტურა. კულტურა, კულტურის თითოეული მოღვაწე განსაკუთრებით იმსახურებს ძალიან დიდ ხელშეწყობას ჩვენგან. მიხარია, რომ ამ განახლებულ კამპუსში, ამ განახლებულ ინფრასტრუქტურაში ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი დაფასებული პედაგოგი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტი.

როგორც იცით, განათლებას ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებულ რესურსს უთმობს და უკვე ძალიან მალე, 3 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის შიდა მთლიანი პროდუქტის 6%-ს, ძალიან დიდ ნაწილს, ანუ ბიუჯეტის 25 %-ს დავხარჯავთ განათლების სექტორზე. განათლებული თაობა და ადამიანები იქნებიან ის ხალხი, ვინც შექმნის ხვალინდელ საქართველოს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტვით გამოსვლისას.

ახალი შენობა მორგებულია ხელოვნების უნივერსიტეტის სპეციფიკასა და მოთხოვნებს. არსებულ ორსართულიან შენობაზე დაშენდა მესამე სართული, მანსარდით. ეზოში აიგო ოთხსართულიანი ახალი კორპუსი. ასევე, დაპროექტდა 100 მაყურებელზე გათვლილი თეატრი, რომლის სახურავზე მოეწყო ტერასა. უნივერსიტეტის ახალ კორპუსს გააჩნია მცირე საკონცერტო, საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები. მოეწყო სააუდიტორიო და სარეპეტიციო სივრცე, სამონტაჟო და ხმის ჩამწერი სტუდიები, ასევე მცირე სცენა.

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში არის ერთადერთი უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ერთდროულად ისწავლება თეატრი, კინო, მუსიკა და სახვითი ხელოვნება.

უნივერსიტეტში სწავლება ორსაფეხურიანია. ამჟამად უნივერსიტეტის 375 სტუდენტიდან 317 ბაკალავრი და 58 მაგისტრანტია.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 3 500 000 ლარი გამოიყო.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა სრულდება

20 ოქტომბერი, 2019 , 11:02

მესტიის მუნიციპალიტეტში ლატალის და ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი საბავშვო ბაღები შენდება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის პროცესს სოფელ ლატალში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის

ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 18:41

„ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, ფერმერი, სპორტსმენი - ყველა ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის სახეს“, - ამის შესა

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

გიორგი გახარია გორში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი მედიკოსებთან შეხვედრისას სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მედიკოსების, პედაგოგებისა და პო

განათლება არის ჩვენი სისტემური პრობლემა, რომლის გადასაწყვეტადაც იყო დაწყებული განათლების სისტემური რეფორმა - გიორგი გახარია

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს, - ამის შეს

2020 წლამდე ყველა არჩევნები გენერალური რეპეტიცია იქნება იმისათვის, რომ მშვიდობიანად, ქაოსის გარეშე ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ - გიგი უგულავა

19 ოქტომბერი, 2019 , 12:45

„ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აფენის თემის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთან, მალხაზ მელაშვილთან ერთად სოფელ გვიმრიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეც

თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი რწმუნებულის ადმინისტრაციაში განიხილეს

17 ოქტომბერი, 2019 , 14:40

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთისა რეგიონებისთვის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელების აშენებას გეგმა