უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 აპრილი, 2017 14:40
font-size

ბათუმის მდგრადი ურბანული ინტეგრირებული გეგმის განხილვა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მდგრადი ურბანული მობილობის ინტეგრირებული გეგმის განხილვას დაესწრო.

ქალაქ ბათუმისათვის შემუშავებული პარკირების ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის და ბათუმის მდგრადი ურბანული მობილობის ინტეგრირებული გეგმის საჯარო წარდგენა და განხილვა ,,შერატონ ბათუმში“ გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის მერიის, საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აღნიშნული სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა.

,,მნიშვნელოვანია, რომ ურბანული ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესებაზე მიმართული მსგავსი სახის პროექტი, რომელიც არსებული გამოწვევებისადმი კომპლექსურ მიდგომას და გრძელვადიან დაგეგმვას მოიცავს, პირველად ხორციელდება საქართველოში. მაშინ, როცა გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ტურისტული ცენტრი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ შავის ზღვის რეგიონში, პროექტი „მწვანე ქალაქები“ კიდე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, მითუმეტეს დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა წარმატებულ ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთელ მოგილოცოთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული ეს დიდი წარმატება. „მწვანე ქალაქების“ კონცეფცია სწორედ ევროპული სტანდარტებისკენ ჩვენს სწრაფვას ემსახურება და მჯერა, მომავალ წლებში ეს თემა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს რეგიონში“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში მიმდინარეობს ბათუმის მდგრადი ურბანული მობილობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გამოყენებულია ქალაქის სატრანსპორტო სისტემისადმი ინტეგრირებული მიდგომა და მეთოდოლოგია.

აღნიშნულ სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანია A+S Consult GmbH ასრულებს, რომელსაც მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება გაააჩნია.

პროექტის ბათუმის კომპონენტის ფრაგლებში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით მოსახლეობის ურბანული მობილობის (გადაადგილების) კვლევა განხორციელდა. გამოიკითხა დაახლოებით 1,550 ოჯახი ქალაქის 78 სატრანსპორტო ზონაში. ასევე, განხორციელდა მგზავრთნაკადების დათვლა 44 საქალაქო მარშრუტზე და სატრანსპორტო ნაკადების დათვლა ქალაქის სხვადასხვა მნიშვნელოვან წერტილებში. აღნიშნულის საფუძველზე განვითარდა ბათუმისათვის პირველი 4 საფეხურიანი სატრანსპორტო მოდელი, რომელიც გამოყენებული იქნება სამომავლო სცენარების განვითარებისა და შემოწმებისათვის.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარების ხელშეწყობა და მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბება.

პროექტის განხორციელების პერიოდა 2015 წლის სექტემბერი - 2019 წლის აგვისტო.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი