უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

23 მარტი, 2019 13:40
font-size

ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ბათუმის მერიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ქალაქ ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს შეხვდნენ.

შეხვედრას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის“ კლუბ „ბათუმის“ წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და სახალხო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური საგას“ ხელმძღვანელ ნათელა დუმბაძეს იუბილე მიულოცა და წლების მანძილზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

დღესვე ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, საპატიო ბათუმელს, პროფესორ ნათელა დუმბაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

ნათელა დუმბაძე არის არაერთი საპატიო ტიტულის მფლობელი. მათ შორის, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი და იუნესკოს სიგელის მფლობელი. აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით. 2015 წელს იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი