უკან

რეგიონები

25 მარტი, 2017 15:20
font-size

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებული პროტესტის ნიშნად შიმშილობს - ომბუდსმენის წარმომადგენელი

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, ციალა ქათამიძემ ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებული სამი პირი მოინახულა.

როგორც ქათამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულებმა მასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

„აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა შიმშილი დაიწყო, რომლიც თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. იგი ერთხელ იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე და 5-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. აღნიშნულ პირს პრეტენზიები აქვს გამოძიებასთან“, - აცხადებს ციალა ქათამიძე.

ცნობისათვის: ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის წესით, წუხელ სამი პირი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ ამავე ბრალდებით 15 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ნინო ექვთიშვილი

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 40 მლნ ლარით ფინანსდება

18 იანვარი, 2020 , 12:00

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი

ქარელის მცხოვრებლებს იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლებათ

15 იანვარი, 2020 , 15:05

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში იუსტიციის მინისტრის ინ

მესტიის, გოდერძისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებში ფრენის ნებართვა ავსტრიულ კომპანიას მიენიჭა

15 იანვარი, 2020 , 14:30

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანიაზე – Wucher Helicopter Gmbh ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. სააგენტო

რა ბედი ელის ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობას

15 იანვარი, 2020 , 12:30

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინის-ტროს ა

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

15 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დ

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

13 იანვარი, 2020 , 15:10

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ხულოს ცენტრში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა, მაღალმთიან სოფლებში კი თოვლმა თითქმის ერთ მეტრს მიაღწია. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. ნალექს განსაკუთრებული პრობლემ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`