უკან

სამართალი

22 მარტი, 2017 14:25
font-size

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე პირი დააჯარიმეს

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობისთვის კიდევ რამდენიმე პირი დაჯარიმდა: ჯაბა დავითაშვილი 250 ლარით, გიორგი კერესელიძე 250 ლარით, ნიკოლო თოთლაძე 100 ლარით და ალმასხან კაკაბაძე 100 ლარი.

ხანგრძლივი აღმოჩნდა ზაზა ცინცაძის პროცესი, რომელმაც წარდგენილი ბრალდება უარყო. მისი თქმით, აქციაზე ღამის 4 საათზე მივიდა, თუმცა მას აქციაში მონაწილეობა არ მიუღია. მტკიცებელებების არქონის გამო, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.

სამართალდამრღვევი, მამუკა ბერიძისს გამოუცხადებლობის გამო უკვე მეორედ გადაიდო სასამართლო პროცესი. როგორც ახლობლები აცხადებენ, მამუკა ბერიძე დიაბეტით არის დაავადებული და სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ცხადდება.

სასამართლო დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ჯიმი ვარშანიძისა და რამაზ ხიმშიაშვილის საქმეზე, სწორედ ისინი დააკავეს პირველები 11 მარტს ბათუმი პლაზასთან.

ორივე მათგანი არასწორი პარკინგისთვის საპატრულო პოლიციამ ჯერ დააჯარიმა, ხოლო შემდეგ როგორც ბრალდების მხარემ განმარტა, წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავა.

ნინო ექვთიმიშვილი

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა

26 მაისი, 2020 , 15:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლ

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

25 მაისი, 2020 , 20:35

ლეიბორისტული პარტიის წვერის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამ მომენტისათვის, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულია. ცნობილია, რომ პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. ცნობისთვის, ჩხარტიშვილი

ჯარიმის ან საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე, თბილისის ტერიტორიაზე პარკირების წესებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს

25 მაისი, 2020 , 17:56

ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. საუბარია &bd

პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

25 მაისი, 2020 , 17:48

პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ბართლომე შელიასა და დავით ღურწკაიას ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნი

ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

25 მაისი, 2020 , 16:17

დღეს, ვაზისუბანში, ალუბლების ბაღში უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ლეიბორისტული პარტიოს ერ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. როგორც ამ წუთებში ჩვენთვის ცნობილია, ნახევარ საათში გადაიყვანენ თბილისის ს

20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულებს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს კვლავ არ ანიჭებს - საია

25 მაისი, 2020 , 11:35

თბილისი. მედიანიუსი. 25.05.20. პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას