უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
რეგიონები
22 აპრილი, 2019 10:40
ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა
ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი „იუესეს როსი“ (USS Ross) შემოვიდა. ეს აღნიშნული გემის პირველი ვიზიტია საქართველოში.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სამხედრო ხომალდის ეკიპაჟის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს 25 აპრილს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება.
ვიზიტის მიზანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა.
„არლი ბერკის“ (Arleigh Burke) ტიპის სამხედრო ხომალდი „ტომაჰავკის“ ტიპის მართვადი რაკეტებით არის აღჭურვილი. ხომალდს ასევე შეუძლია მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული რაკეტების განადგურება.