უკან
რეგიონები
30 მარტი, 2018 11:10
ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები შემოვიდა
შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები შემოვიდა.
თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის საზღვაო ძალების გემები: „TCG ფათიჰი„ და „TCG ვოლკანი“, 2 აპრილს, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩაატარებენ სწავლებას - „PASSEX“.
ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ემსხურება, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას.
ცირა გურგენიძე