უკან

რეგიონები

6 ივლისი, 2017 18:00
font-size

ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით პრობაციონერი დასაქმდა

ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით პრობაციონერი სამშენებლო კომპანიაში დასაქმდა. ბათუმის მკვიდრი ზ.ს. სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფში“ იმუშავებს და მას ხელფასი 1000 ლარი, მომავალში ზრდის პერსპექტივით ექნება.

მთავარი პროკურატურის ცნობით, პრობაციონერ ზ.ს.-სა და სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფს“ შორის შრომით ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა, რის შემდეგაც დასაქმებული პრობაციონერი სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორები ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ალიანს ჯგუფის“ მშენებარე ობიექტზე მივიდნენ, სადაც ზ.ს. ადგილზე გაეცნო თავის მოვალეობებს.

ზ.ს. სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით ითვალისწინებდა. თუმცა, ვინაიდან ზ.ს.-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და მას დაენიშნა პირობითი სასჯელი, ოთხი წლის ვადით.

მსჯავრდებულის დასაქმების ხელშეწყობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.

პროკურატურა არ არის მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო და უწყების ერთ-ერთი ამოცანაა მსჯავრდებულებს ხელი შეუწყოს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაში, რათა მათ განაგრძონ ღირსეული ცხოვრება და დარჩნენ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

საკვანძო სიტყვები:

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:30

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს „კოვიდ-19“-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ​ბოლნისის მერიის ინფორმაციით, 29  მაისს  მუშევანიდან ლუგარის ლაბორატორიაში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, ქალაქ ბოლნისიდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაშავდა

30 მაისი, 2020 , 17:49

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ამის შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე პირს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადა

კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

27 მაისი, 2020 , 11:10

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც