უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 აპრილი, 2020 17:05
font-size

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩაერთო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა, Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს.

მათივე ცნობით, კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა Covid19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებული ახალი ტექნიკა, ინვენტარი, ბოქსირებული პალატები.

„ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მზად არის დღეიდან მიიღოს პირველი პაციენტი. პირველ ეტაპზე ეს იქნება ცხელების ცენტრი, შემდეგ უკვე კოვიდ19-ის მართვის ცენტრი და ამ გამოწვევის კვალდაკვალ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი და ასევე სამედიცინო პერსონალი იყოს სრულ მზადყოფნაში. შესაბამისად, მყისიერად, პრაქტიკულად 10 დღის განმავლობაში ჩვენ შევძელით რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. აღჭურვაში მონაწილეობა მიიღო აჭარაში მოქმედმა ბიზნეს-წარმომადგენლებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. მინდა მათ საჯაროდ გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს არის საერთო მნიშვნელობის საქმე. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გამართულია და შეძლებს თვის ბოლომდე სრული დატვირთვით, 170 პაციენტის მიღებას, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ გამოწვევასთან გამკლავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კლინიკის აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა - „ორბი ჯგუფი“, „ალიანს ჯგუფი“, შპს „გზა“, „ანაგი“, „ნოვა“, „გურუ ჰოლდინგი“, „გრინ რიზორთი“, „მეტრო სითი“, „რეკან გრუპ ჯორჯია“, „ემსი ქონსთრაქშენ“, „რეალ პალასი“, „აჭარის წყალი ჯორჯია“, შპს „ფიგოილი“, „გორგია“, „მოდუსი“, „თურსა“, ,,სახლი ხეივანში'', შპს „ახალი ხედვა“, ლევან შერვაშიძე. რამდენიმე დღის წინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. აჭარაში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად 4 კლინიკაა მობილიზებული. სამედიცინო პერსონალმა გაიარა შესაბამისი გადამზადება, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კვალიფიციური მუშაობისთვის არის საჭირო. შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ახალი საავადმყოფოს სასწრაფო წესით აღჭურვისათვის შეძენილ იქნა დამატებით 27 მართვითი სუნთქვის აპარატი, 170 მრავალფუნქციური და საპალატე საწოლი, სამედიცინო აპარატები და აღჭურვილობა, რაც საჭიროა პაციენტთა სრული სერვისისთვის.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბუნებრივი გაზი გაუიაფდათ - „თბილისი ენერჯი“

1 დეკემბერი, 2020 , 17:25

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბუნებრივი გაზი გაუიაფდათ. „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი და კუმისის მოსახლეობა დღეიდან,

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

1 დეკემბერი, 2020 , 13:05

აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი ამ დროისთვისაც გრძელდება. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტ

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გაგრძელდა

1 დეკემბერი, 2020 , 10:55

მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერების მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა,-აღნიშნულ ინფორმაციას

ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

30 ნოემბერი, 2020 , 17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი დანარეი

რუსთავში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

30 ნოემბერი, 2020 , 12:50

რუსთავში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები გარევაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის ქუჩაზე გზა გადაკეტეს. ადგილობრივები

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ამავე კლინიკაში მკურნალობდა. "ექიმი ბენო ჭელიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 20 ნოემბერს კლინიკაში მ