უკან

რეგიონები

3 იანვარი, 2018 17:40
font-size

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოსგან სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა

პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტროს ,,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, აკადემიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ გადაეცა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გემის გადაცემის ცერემონიას დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გემი სახელმწიფო საკუთრებაში ფინანსთა სამინისტროს სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის“ 2015 წლის 13 აგვისტოს #30545 ბრძანებით მიიქცა და მისი ღირებულება 1 772 000 ლარით განისაზღვრა.

ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან აკადემიას ამ დრომდე არ გააჩნდა საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ.

როგორც საზღვაო აკადემიაში აცხადებენ, „კადეტის” აკადემიისთვის საკუთრებაში გადაცემა სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის არის უმნიშვნელოვანესი. ამასთან აღნიშნულ გემზე გავლილი პრაქტიკა კურსდამთავრებულთა დასაქმებას ხელს შეუწყობს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოთხოვნებით, გემზე სამუშაოდ წასვლამდე ეკიპაჟის წევრებს მოეთხოვებათ გემის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, შესაბამისად, სასწავლებელში არსებული ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს საზღვაო პრაქტიკას გემზე. მომავალში აკადემიას შესაძლებლობა ექნება სემესტრში 30-40 სტუდენტი უზრუნველყოს საზღვაო პრაქტიკით. დღემდე სტუდენტებს პრაქტიკის გავლა ფოთის ან ყულევის ნავსადგურებში უწევთ.

ონში მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

4 ივლისი, 2020 , 17:21

"არა ონის კასკადს", "დაიცავი რაჭა"- ამ მოწოდებებით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ონში ჰესის მშენებლობა

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

4 ივლისი, 2020 , 16:55

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 308 518 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება სტიქიის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიი

სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

გორი სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის ნაწილმა, სასმელი წყლის მოთხოვნით, სოფლის ცენტრში აქცია გამართა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავ

ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვია დამუშავებული - სურსათის ეროვნული სააგენტო

4 ივლისი, 2020 , 15:10

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და შიდა ქართლში, ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ 3090 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს. აღნიშნულის შესახებ „მედიანიუსს“ სურსათის ეროვნული სა

კასპის მუნიციპალიტეტში კალიის საწინააღმდეგო წამლობა ტარდება

3 ივლისი, 2020 , 15:00

სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუ

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

3 ივლისი, 2020 , 12:55

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს. მათ შორის არი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე