უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 თებერვალი, 2018 17:30
font-size

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები განცხადებას ავრცელებენ

მოსამართლე ირაკლი შავაძესთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები განცხადებას ავრცელებენ.

მათი თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე მიზანმიმართულად ავრცელებს სიცრუეს სასამართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას სიცრუის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენივე კოლეგა ირაკლი შავაძე მიზანმიმართულად ავრცელებს სასამართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ.

თითოეულ ჩვენგანს გათავისებული გვაქვს, რომ მოსამართლის კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა სასამართლომ შეასრულოს თავისი როლი კანონის უზენაესობის დაცვაში.

მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა ინდივიდუალურად დავიცვათ და პატივი ვცეთ იმ ნდობას, რომლითაც საზოგადოება ეკიდება მოსამართლის როლს და ვიზრუნოთ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ზემოხსენებული პრინციპების დაცვით საქმიანობს. გვინდა შევახსენოთ ბატონ შავაძეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობას გაგვაჩნია მასზე ხანგრძლივი ურთიერთობა სასამართლოს თავმჯდომარესთან და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა დავით მამისეიშვილისმხრიდან ჩვენთან ურთიერთობის დროს, რომ კონკრეტულ განსახილველ საქმეზე ეთხოვა მისთვის „სასურველი“ გადაწყვეტილების მიღება.

პირიქით, მას ჩვენ ვიცნობთ არა როგორც სამსახურის უფროსს, არამედ როგორც ჩვენს მეგობარ კოლეგას, რომელიც რიგითი მოსამართლის დატვირთვით საქმიანობს და არ სარგებლობას არავითარი შეღავათით.
ბოლოს გვინდა გაკვირვება გამოვხატოთ ბატონი შავაძის განცხადებაზე, იმის შესახებ რომ დავით მამისეიშვილი ორი წლის წინ მასზე ახდენდა ზეწოლას.

მას ყველა ჩვენგანთან ჰქონდა პირადი კომუნიკაცია და შეეძლო რომელიმესთვის მაინც ეთქვა ამის შესახებ. არასოდეს, მას ამ თემაზე არც ერთ ჩვენგანთან არ უსაუბრია. თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი (რასაც კატეგორულად გამოვრიცხავთ) ჩნდება კითხვა რატომ დაელოდა ბატონი შავაძე მხოლოდ, მისი უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილებას მიღებას და მანამდე არ განაცხადა საჯაროდ მისივე განცხადებაში მითითებული ფაქტები.

ვემიჯნებით მოსამართლე ირაკლი შავაძის განცხადებებს და ბრალდებებს და ვთვლით, რომ აღნიშნული მიმართულია როგორც სასამართლოს თავმჯდომარის – დავით მამისეიშვილის, ასევე სასამართლო კორპუსის დისკრედიტაციის და რეპუტაციის შელახვისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

სოფელ დირბში მკვლელობის ფაქტზე მოკლულის ნათესავი დააკავეს

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვ

არღვევს თუ არა კანონს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

9 დეკემბერი, 2019 , 12:05

კოალიცია „დემოკრატიული და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კანონს არღვევს. ამის შესახებ ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

თბილისში 24 ბინის გაქურდვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

7 დეკემბერი, 2019 , 11:43

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 24 ბინის გაქურდვის ბრალდებით 1984 და 1981 წლებში დაბადებული ორი პირი დააკავა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ორივე დაკავებული ბრალს აღიარებს. უწყების ინფორმაციით, სამართა

ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი დააკავეს

7 დეკემბერი, 2019 , 11:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის გან

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

6 დეკემბერი, 2019 , 14:20

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ ცნო. როგორც "მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სასა

სუს-მა ქედის მერიის თანამშრომელი დააკავა

6 დეკემბერი, 2019 , 13:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „გამოძიებამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`