უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 სექტემბერი, 2017 15:00
font-size

ბათუმის საზღვაო აკადემიას წელს 575 პირველკურსელი ჰყავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ აკადემიის ეზოში შეკრებილ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

,,მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ მომეცა საშუალება მივულოცო აკადემიის პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სამახსოვროა ეს დღე თქვენთვის, პირველკურსელებისთვის, რადგან დღეს თქვენ დგახართ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისთან - ეს არის პროფესიის არჩევის და სტუდენტობის ეტაპი, დრო, რომელიც ყველაზე მეტად გვამახსოვრდება და ყველაზე მეტად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. მე განსაკუთრებით ამაყი ვარ დღეს, როცა ვხედავ მეზღვაურთა ფორმაში გამოწყობილ ამდენ ახალგაზრდას, რომლებმაც მთელს მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესია აირჩიეს. ბათუმი ხომ მეზღვაურთა ქალაქია. მე არაერთხელ მითქვამს, რომ მეზღვაური სტუდენტები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჩვენს ქალაქს და ამაში ყველანი დამეთანხმებით. თქვენ გახდით სტუდენტები ბათუმის საზღვაო აკადემიის, რომელიც დღეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის კვალიფიციურ კადრებს ამზადებს. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა რეფორმებმა გავლენა მოახდინა საზღვაო აკადემიის რეიტინგის ამაღლებაზე და წელს საზღვაო აკადემიას 575 პირველკურსელი ჰყავს, არცერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩა, რაც განაკუთრებით მახარებს”, - აღნიშნა მილოცვის სიტყვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ერთადერთი საზღვაო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და რომლის დიპლომიც საერთაშორისოდაა აღიარებული. საზღვაო აკადემიაში ორი მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესი: საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი და ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი. ამჟამად აკადემიაში დაახლოებით 2200 სტუდენტი სწავლობს.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი