უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
რეგიონები
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარიდან ნარკოტიკული საშუალების დაკარგვის საქმეზე ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ექთანი ქალია
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარიდან 6 000-მდე ამპულა ნარკოტიკული საშუალების დაკარგვის საქმეზე ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ექთანი ქალია. ამის შესახებ ჰოსპიტალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა.
ჰოსპიტალის ექიმები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. აქამდე არც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გაუკეთებია კომენტარი.
სამედიცინო დაწესებულების ადვოკატის, პაატა ბოლქვაძის განცხადებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებზე პასუხისმგებლობა კლინიკაში ერთ პირს ჰქონდა დაკისრებული.
ადვოკატის თქმით, სამართლებრივი დევნა ცალკეულ პირებზე არ მიმდინარეობს. იგი ვერც იმაზე საუბრობს, დატოვა თუ არა ეჭვმიტანილმა საქართველო.
მომხდარზე გამოძიება ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას.
ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალს კომპანია ”მედ-ემერჯენსი” მართავს.
ცირა გურგენიძე