უკან
სამართალი
21 აგვისტო, 2019 11:03
ბათუმში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან ინტოქსიკაციის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდა გუშინ, გამთენიისას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთი, 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ამასთან, კლინიკაში კიდევ ორი გოგონა იქნა გადაყვანილი იმავე სიმპტომებით, თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მიზეზად ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ასახელებენ.