უკან
რეგიონები
28 სექტემბერი, 2018 11:40
ბათუმში ავარიას ორ წლამდე ბავშვი ემსხვერპლა
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორ წლამდე ასაკის ბავშვი ემსხვერპლა, სამი პირი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ტაქსით გადაადგილდებოდნენ და მძღოლი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, მძღოლი კი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.