უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 სექტემბერი, 2017 17:45
font-size

ბათუმში BIAFF 2017-ის დახურვის ცერემონია გაიმართა

24 სექტემბერს, 18:00-ზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა - საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

BIAFF 2017-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - მოჰსენ მახმალბაფი (ჟიურის თავჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), სიდიქ ბარმაკი (საფრანგეთი), ბორის შულმან (შვედეთი), დიანა აშიმოვა (ყაზახეთი), ნუცა ალექსი მესხიშვილი (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

გრანპრი - ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.
საუკეთესო რეჟისურა - „შუქ-ჩრდილი (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - მერაბ ნინიძე ფილმში “იუპიტერის მთვარე“, კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017
საუკეთესო მსახიობი ქალი - ეჩემ უზუნ, ფილმში „შუქ-ჩრდილი (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016
ჟიურის სპეციალური პრიზი - ფილმი „დედე“, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ. და ფილმ „წვეულებას“ (სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ. ) სამსახიობო ანსამბლი

BIAFF 2017-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - ალექსანდრე რეხვიაშვილი (საქართველო - ჟიურის თავჯდომარე), შონ მაკალისტერი „დიდი ბრიტანეთი), მეჰმეთ ალი არსლან (თურქეთი), ვიქტორ კუფალ (გერმანია), სეიფოლა სამადიანი (ირანი), შემდეგი პრიზები გასცა:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ლიბია/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.
ჟიურის სპეციალური პრიზი - „მზის ქალაქი“, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ. და „თავისუფლების დღე“, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.

BIAFF 2017-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ - საფარ ჰაქდადოვ (ჟიურის თავჯდომარე, ტაჯიკეთი), ჰანა მახმალბაფი (დიდი ბრიტანეთი), ნინელი ჭანკვეტაძე (საქართველო), ასევე ორი ძირითად ნომინაციაში გაიცა პრიზები:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ნაზი ღამე, ქიუ იანგი, ჩინეთი, 2017
ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) - გადაეცა სამ ფილმს:
ანა, მარგო ზუბაშვილი, საქართველო, 2017
სამი საფეხური, სოსო ბლიაძე, საქართველო, 2017
ვალპარაიზო, კარლო სირონი, იტალია, 2017

BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ:
მოჰსენ მახმალბაფი (ირანი/დიდი ბრიტანეთი)
გია ყანჩელი (საქართველო)
ვახტანგ კიკაბიძე (საქართველო)

საკვანძო სიტყვები:

კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში - კახა ოქრიაშვილმა ალეკო ელისაშვილს დმანისში ბანერები დაახვედრა

7 დეკემბერი, 2019 , 13:30

ალეკო ელისაშვილს, რომელსაც დმანისში აქცია აქვს დაგეგმილი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ბანერები დაახვედრა. დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით „ს

დევნილ ოჯახებს ხაშურში ბინები გადაეცათ

7 დეკემბერი, 2019 , 12:55

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომი

ქუთაისში აქცია დასრულდა

6 დეკემბერი, 2019 , 16:40

ქუთაისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. ქუთაისის მერიის შენობის წინ შეკრებილებს სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს გაიმართა მშვიდ

ოპოზიცია ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მართავს

6 დეკემბერი, 2019 , 15:10

ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. მსვლელობა კიკვიძის სკვერიდან დაიწყო და აღმაშენებლის მოედანზე, ქუთაისის მერიასთან დასრულდება, სადაც აქცია გაიმართება და ლიდერები განცხადებ

ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს

5 დეკემბერი, 2019 , 12:25

ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებ

„დროშა ვერ დაკიდენ“ - ქუთაისის მერია დროშის აღსამართად ტენდერს მეხუთედ აცხადებს

4 დეკემბერი, 2019 , 16:50

ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე, #17 სპორტული სკოლის მიმდებარედ ნაჩუქარ დგარზე ეროვნული დროშის აღსამართად ტენდერი (NAT190022000) მეხუთედ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49, 959 ლარია. ბოლოს, 18 ივლისს მეოთხეჯერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`