უახლესი ამბები
- 19.04.2024 12:06საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში
- 19.04.2024 11:50დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
არქივი
რეგიონები
ბათუმში ძლიერი ქარის დროს გუშინ დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში 4 იანვარს ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ექიმების ცნობით, მამაკაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.
დაშავებული ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციები. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. მისი მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.