უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 ივნისი, 2017 16:30
font-size

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიხსნა

დღეს ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიხსნა. კონგრესს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. ღონისძიება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ გახსნა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კონგრესის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ზურაბ პატარაძემ, როგორც მასპინძელი რეგიონის ხელმძღვანელმა, ევროპელ სტუმრებს ქალაქ ბათუმის ისტორიული წარსულისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ბათუმი საქართველოს არა მხოლოდ საკონსტიტუციო დედაქალაქია, არამედ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ევროპული წარსულის მქონე ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.

,,ისტორიულად საქართველოსთვის ბათუმი ყოველთვის გამორჩეული ქალაქი იყო. პორტოფრანკოდ გამოცხადებამ ბათუმი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში სწრაფადმზარდ ევროპული ტიპის ქალაქად აქცია და შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. მას ურთიერთობა ჰქონდა 42 ქვეყნის 100-ზე მეტ საპორტო ქალაქთან. პორტო-ფრანკოდ წოდებულ პერიოდში ბათუმის პორტმა მიიზიდა ისეთი ცობილი ნავთობმრეწველი ინვესტორები, როგორებიც იყვნენ ლუდვიგ ნობელი, ალექსანდრე მანთაშევი, როტშილდების ოჯახი. ძმებმა ნობელებმა პირველებმა გაიტანეს ნავთობი ბათუმიდან ევროპის მიმართულებით.

დღემდე, ჩვენი ქალაქის წარმატება - ინვესტიციების მოზიდვა, სატრანზიტო დერეფნად ქცევა, ტურისტული სექტორის განვითარება თუ სხვა ბევრი წინსვლა, მის ზღვისპირა მდებარეობას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმზიდველობას უკავშირდება. ბათუმი, როგორც ერთგვარი საზღვაო და კულტურული დედაქალაქის მნიშვნელობა წარსულშიც და დღევანდელობაშიც განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის”-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17კონგრესის ფარგლებში ბათუმს 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და რელევანტური ინსტიტუტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის დელეგატი სტუმრობს. კონგრესში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და სასამართლოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2014 წელს, 3 წლის ვადით, ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოდან გადმოიბარა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეობა და ამჟამად, ის ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს ეხება, 1 ივლისამდე გაგრძელდება.

სვანეთში თოვლი მოვიდა

21 სექტემბერი, 2019 , 16:20

სვანეთში დღეს პირველი თოვლი მოვიდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, თოვს მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში. ამასთან, დღეს და ხვალ საქართველოში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ –

სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

21 სექტემბერი, 2019 , 11:25

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფერმის ასაშენებლად ჯამ

ჟინვალში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

21 სექტემბერი, 2019 , 11:10

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით თამა

კურორტ ლებარდეში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

21 სექტემბერი, 2019 , 11:01

კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. გენგემის წინასაპროექტო კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ხედვის მიხედვით, კურორტი 6 ზონად დაიყოფა, პირველი ზონა დაბალსართულიან სასტუმრო

დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

20 სექტემბერი, 2019 , 11:20

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამ

კახეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

20 სექტემბერი, 2019 , 11:00

კახეთში „რთველი 2019“-ის პროცესში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს