რეგიონები


ბათუმში გრიპისგან 53 წლის ქალი გარდაიცვალა
ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა. იგი ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით 17 დეკემბერს მიიყვანეს, დღეს დილით კი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
„წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე პაციენტს „ა“ ტიპის გრიპი დაუდასტურდა. დამატებითი კვლევისთვის ანალიზები თბილისში, ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ქალბატონი 17 დეკემბერს მოიყვანეს სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო“,- განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა მალხაზ ხალვაშმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, აჭარაში H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სეზონური ვირუსების გამო გამოძახებები გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრშიც.
საკვანძო სიტყვები:

ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
5 დეკემბერი, 2019 , 12:25

„დროშა ვერ დაკიდენ“ - ქუთაისის მერია დროშის აღსამართად ტენდერს მეხუთედ აცხადებს
4 დეკემბერი, 2019 , 16:50
„ანზორ ბოლქვაძე არის ბიძინა ივანიშვილის მონა` - ხულოში საპროტესტო აქცია გაიმართა
4 დეკემბერი, 2019 , 15:15
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს
4 დეკემბერი, 2019 , 14:15

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
4 დეკემბერი, 2019 , 12:50
მანდატური საქართველოს რეგიონის კიდევ 13 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება
2 დეკემბერი, 2019 , 17:05