უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 ნოემბერი, 2020 21:36
font-size

ბათუმში კორონავირუსით მედიკოსი გარდაიცვალა

გუშინ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ექთანი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

ეს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევა იყო აჭარაში.

ინფიცირებული ექთანი ბათუმში „მედცენტრში“ მკურნალობდა.

„კლინიკაში გადაყვანისას, თავდაპირველად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა, მოულოდნელად დამძიმდა. რეანიმაციული მანიპულაციები უშედეგო აღმოჩნდა.

ყველა ანალიზი ავუღეთ, ყველაფერი თითქოს ნორმაზე ჰქონდა, თვითონაც ამბობდა, რომ ხვალ სახლში უნდა წავიდეო, მაგრამ ასე მოხდა, რომ მოულოდნელად დამძიმდა და ვერ ვუშველეთ,“ - ამბობს გარდაცვლილის კოლეგა.

დღეს 18 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ბათუმში კოვიდინფიცირებული ექიმიც გარდაიცვალა. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა.

ბოლო 24 საათის განმვალობაში აჭარაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირდა 512 ადამიანი.

16 ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 4 000-მდე სამედიცინო პერსონალი იყო კორონავირუსით ინფიცირებული.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ამავე კლინიკაში მკურნალობდა. "ექიმი ბენო ჭელიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 20 ნოემბერს კლინიკაში მ

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 ნოემბერი, 2020 , 17:50

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე

აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩატარდა

20 ნოემბერი, 2020 , 10:30

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შ

ბათუმში ექიმი და ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა

18 ნოემბერი, 2020 , 15:15

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, იგი 9 დღის განმავლობაში ამავე საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა. ამასთან, კორონავირუსის შე

National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

17 ნოემბერი, 2020 , 16:55

National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავ

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

17 ნოემბერი, 2020 , 11:10

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, აღნიშნული საყურადღებო შემთხვევაა, რომელსაც სამინისტრო აუცილებლად შეისწავლის. „ამაზე საუბარი ე