უკან
რეგიონები
25 აპრილი, 2017 14:45
ბათუმში ლიფტის შახტაში მამაკაცი ჩავარდა
ბათუმში, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში 60 წლამდე მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნინო ექვთიმიშვილი