უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 მაისი, 2017 18:54
font-size

„ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ გაასაჩივრებს ქალაქ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმის შესახებ

„ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ წარმომადგენლის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, მუსლიმთა კავშირი აუცილებლად გაასაჩივრებს ქალაქ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმის შესახებ.

ნაკაიძემ ხელისუფლება უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან არგუმენტირებული დასაბუთება არ იყო წარდგენილი, რატომ არ უნდა აშენდეს მეჩეთი.

ნაკაიძის თქმით, მუსლიმთა თემი სხვადასხვა ღონისძიებას გაატარებს, რომ გააპროტესტოს ქალაქ ბათუმის მერის ბრძანება.

შეგახსენებთ, ქალაქ ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გასცა. დოკუმენტების მიხედვით, მერიამ უარი უთხრა „ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდს“ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე.

როგორც ბათუმის მერიის ბრძანებაში წერია, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სადაც მეჩეთი უნდა აშენებულიყო წარმოადგენს საცხოვრებელ ზონა 6-ს, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობა საცხოვრებელი სახლებია.

კომისიამ ბრძანებულება 4 მაისს გამოსცა, რის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა „ქალაქ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ფონდს“ უარი უთხრა.

ანა მებურიშვილი

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ