უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2018 17:00
font-size

ბათუმში მშენებლობაზე დაღუპული მუშების ოჯახებმა სამშენებლო და სადაზღვეო კომპანიებისგან კომპენსაციის გადახდა მოითხოვეს

ბათუმში, ახალ ბულვართან მდებარე კომპანია „მეტრო ბეტონის“ მშენებარე ობიექტზე დაღუპული მუშების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ სადაზღვეო კომპანია „უნისონისგან“ ხელშეკრებულით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მოითხოვეს. დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობაზე დაღუპული მუშები ამ კომპანიის სადაზღვეო პოლისით სარგებლობდნენ და მათი სიცოცხლე 100 000 დოლარად იყო დაზღვეული.

დაღუპულთა ოჯახების განცხადებით, მათ კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.

„უნისონმა“ თანხის გადახდაზე უარი თქვა. სადაზღვეო კომპანიის მტკიცებით, „მეტრო ბეტონმა“ დროულად არ გადაიხადა თანხა ხელსეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ, რის გამოც ხელშეკრულება გაუქმდა.

თვითონ „მეტრო ბეტონის“ მტკიცებით, კომპანია „უნისონთან“ ხელმოწერილი ხელსეკრულება დღემდე მოქმედებს, ხოლო თანხის დაგვიანება სამშენებლო კომპანიისგან არ მომხდარა. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ „მეტრო ბეტონი“ „უნისონის“ ზოგიერთ პრეტენზიას არ ეთანხმება და შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქმეს გაგრძელება მოჰყვება სასამართლოში.

სასამართლოში ჩივილს დაღუპული მუშების ოჯახის წევრებიც აპირებენ.

ორი მუშა „მეტრო ბეტონის“ მშენებარე ობიექტიდან 2017 წლის 8 სექტემბერს გადმოვარდა.

ვის მიმართ არ განხორციელდება იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, არასრულწლოვნები, შშმ პირების, მარტოხელა მშობლები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლდებიან - ამის შესახებ დღეს საქართვე

ფონდმა „ღია საზოგადოებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პორტფოლიოები მოამზადა

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

ფონდმა „ღია საზოგადოებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ინდივიდუალური პორტფოლიოები მოამზადა. პორტფოლიოში კანდიდატების ბიოგრაფიის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები წერია. მათ შორის არის პროფესი

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლ

„ვინ გააკეთა ფული“ - ელისაშვილი შეწყალების საქმეებზე გამოძიებას ითხოვს

19 სექტემბერი, 2019 , 17:05

"სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ დღეს აქცია-პერფორმანსი მოაწყო. რატომ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა სამი მკვლელობაში ბრალდებული და ერთი ძებნილი პირი? - სწორედ ამ კითხვაზე პასუხს ითხოვდა

პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური მილოცვაში ხაზს უსვამს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელთა რთული და საპასუხისმგებლო პრო

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე გაგრძელდება

19 სექტემბერი, 2019 , 15:55

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, მიმდინარეობს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია, რომელიც 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოცდის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად და დასარეგისტრირებლად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს