უკან
არქივი
რეგიონები
14 იანვარი, 2019 16:10
ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი მოზარდი დაშავდა
ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი მოზარდი დაშავდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
10 და 12 წლის ბავშვებს დაზიანებები ხელის არეში აღენიშნებათ.
სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში ე.წ ოცნების ქალაქიდან გადაიყვანეს.
„მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა. ხელში აუფეთქდა პიროტექნიკა, რის გამოც ჰქონდა ნახეთქი ჭრილობები. რაც შეეხება მეორე მოზარდს, ის კლინიკაში დაგხვდა გადაყვანილი“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.