უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 სექტემბერი, 2017 15:25
font-size

ბათუმში რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა

დღეს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა. N12 საბავშვო ბაღის გახსნას ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საბავშვო ბაღს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გაიზარდა ჯგუფების რაოდენობაც. ბაღი უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების სისტემებითა და ახალი ინვენტარით. დღეიდან აღნიშნული ბაღი 245 აღსაზრდელს მოემსახურება.

ზურაბ პატარაძემ აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, აჭარაში გრძელდება ახალი ბაღების მშენებლობა, ახლდება და რეკონსტრუქცია უტარდება ძველ შენობებს, ბაღების ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად იზრდება აღსაზრდელების რაოდენობაც.

„აჭარაში ბოლო რამდენიმე წელში 42 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 37 ბაღს ჩაუტარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მიმდინარე პროცესშია 10 ახალი ბაღის მშენებლობა. აჭარის მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სასკოლო და ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას“ აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმში სულ 32 ბაღი ფუნქციონირებს. 2013-2017 წლებში აშენდა 5 ახალი ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 ბაღს. წელს ბათუმის საბავშო ბაღებში 350-მდე მეტი აღსაზრდელია გასულ წელთან შედარებით.

საკვანძო სიტყვები:

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

19 სექტემბერი, 2018 , 13:50

სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომას

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ ვენახების ნაწილი გაანადგურა

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სოფლები დააზარალა, განსაკუთრებით მელაანის, ჩალაუბანისა და არაშენდას მაცხოვრებლები. სტიქიის შედეგად განადგურებულია მოსახლეობის კუთვნილი ვენახების ნაწილი, ერთწლიანი კულტურები და საკარმიდამ

„გვაქვს პატარა ბიძინას და ბახტაძის სცენარი ზუგდიდში“ - დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი - მერის ლაშა გოგიას გადადგომის შესახებ განცხადების ცნობად მიღება განიხილებოდა.შესახებ „ნიუპოს

აჭარაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი დაინიშნა

18 სექტემბერი, 2018 , 14:45

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე რეგიონში მოქმედ 200მდე კერძო სექტორის წარმომადგენელს შეხვდნენ და მათ აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ოფიციალურად წარუ

იუსტიციის მინისტრმა 56-ე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ ლესიჭინეში გახსნა

17 სექტემბერი, 2018 , 17:00

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 56-ე საზოგადოებრივი ცენტრი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში გახსნა. თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა სპეციალურად

ოზურგეთში ტოტალიზატორში 56 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

17 სექტემბერი, 2018 , 15:20

ოზურგეთში, ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ფილიალში მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. როგორც ინციდენტის დროს ტოტა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`