უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 მაისი, 2017 16:40
font-size

ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა

22 მაისს სასტუმრო „ეიფორიაში“ ორდღიანი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი (IBF) გაიხსნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი რეგიონალური მასშტაბით ყველაზე დიდი ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც ბათუმში პირველად ტარდება. ფორუმი მსოფლიო კლასის სპიკერებს, ბიზნეს ლიდერებს, საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს და დამწყებ ბიზნესმენებს აერთიანებს. ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს ვორქშოპები და სამოტივაციო მასტერკლასები. მსოფლიოში აღიარებული სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მსმენელებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ.

წლევანდელ ბიზნეს ფორუმზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან: მსოფლიოს ნომერ პირველი ბიზნესტრენერი მარშალ გოლდსმიტი; მსოფლიოს პორშეს და ლამბორჯინის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კევინ გასკელი; მსოფლიოს ნომერ პირველი მსაჯი პიერლუიჯი კოლინა, „ლიდერშიპის“ თანაავტორი ჯონ კინგი და სხვა ცნობილი სპიკერები.

ფორუმს საბანკო სექტორის, სადაზღვეოების, სამეწარმეო რგოლის, უძრავი ქონების მართვის, პროფესიული განათლების, საკონსულტაციო კომპანიების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ჯანდაცვის სფეროების წარმომადგენლები დაესწრებიან. მსოფლიოში ცნობილი სპიკერების მოსასმენად ბათუმს 800-მდე დელეგატი ეწვია.

ფორუმი 14 ქვეყანას აერთიანებს და ხელს უწყობს მასპინძელი ქვეყნისა და ქალაქის პოპულარიზაციას. IBF-ის დაარსების იდეა განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოს ესაჭიროება უკეთესი ლიდერები როგორც ბიზნესის სექტორში, ასევე ორგანიზაციებში და სხვადასხვა სამუშაო წრეებში. კომპანიის სლოგანია „ღირს გახდე ლიდერების მიმდევარი“ და მისი ძირითადი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ლიდერული ქცევის ნორმების შესწავლას, რაც მსოფლიო ბაზარზე ასეთი მოთხოვნადია.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი