უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 მაისი, 2017 16:40
font-size

ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ზურაბ პატარაძემ 26 მაისი მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

,,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ამაღლებული და საამაყო დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. 26 მაისი ეს ჩვენი დღეა, ეს საქართველოს ყველა მოქალაქის დღეა, ეს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართველის დღეა. გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ, ძლიერ და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას! გისურვებთ იმ ღირებულებებით ცხოვრებას, რომელიც 850 წელია ჩვენში უცვლელად ცოცხლობს და რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ ღირებულებები ჰქვია!“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მემორიალთან შეკრებილებმა გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები, მათი ღვაწლი და თავდადება გაიხსენეს. აქვე წარმოდგენილი იყო ქალაქის არქივში დაცული ფოტოები, რომლებიც იუნკერების საფლავების აღმოჩენას უკავშირდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, მოცეკვავეები, სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და საზოგადოების წარმომადგენლები.

საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ საოცრებათა პარკისკენ გადაინაცვლა. ღონისძიება გაგრძელდა ალი და ნინოს ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღის ბოლომდე გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა.

დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც. ბათუმელმა სტუდენტებმა „ვეფხისტყაოსნიდან“ სტროფები 8 ენაზე წაიკითხეს. გამოიფინა სტუდენტთა ნახატები "ვეფხისტყაოსნის" თემაზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემები. მწერალთა კავშირის მიმდებარედ კი „ვეფხისტყაოსნის“ აუდიო კითხვა მოეწყო.

26 მაისის ღონისძიებები აღინიშნა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში, სადაც სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.
დღის ბოლოს ანბანის კოშკთან ქართველი პოპ-ვარსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება.

26 მაისის ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

საკვანძო სიტყვები:

ბათუმში თამბაქოს მწარმოებელთა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდა

18 ნოემბერი, 2019 , 14:55

ბათუმში, თამბაქოს მწარმოებელთა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. მისი განცხადებით, აჭარის მთავრობა კონსულტაციებს მართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ადგილობრივი მწარ

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება

18 ნოემბერი, 2019 , 10:57

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ, თუმცა შენობასთან ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის აპარატის თანამშრომლები არ

აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

აჭარის მთავრობის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესი 19 ნოემბრისთვის ჩაინიშნა. სასამართლოს გადადების მიზეზი დაკავებულების მოთხოვნა გახდა, აეყვანა

აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე ოთხი პირია დაკავებული

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირია დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ

საქართველოში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება

14 ნოემბერი, 2019 , 10:35

14 – 15 ნოემბერს, თბილისში, სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამიტი საქართველოში პირველად ჩატარდე

რე|ბანკის ფილიალი გორში გაიხსნა

13 ნოემბერი, 2019 , 17:00

გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ.  თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი