უკან

სამართალი

11 ოქტომბერი, 2021 12:03
font-size

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გამოაცხადა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ.

ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებულების დაპატიმრება უკანონოა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია.

როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და როგორ გადაადგილებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე

20 ოქტომბერი, 2021 , 17:51

საქართველოს გენერალური პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და გადაადგილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტ

იოსებ ხახალეიშვილს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

20 ოქტომბერი, 2021 , 11:37

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს "მთავარი არხის" წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.ამის შესახებ ხახალეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იურისტებთან ერთად მოვამზადე და შემაქვს სარჩელ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

15 ოქტომბერი, 2021 , 13:56

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენ

ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება - ბექა ბასილაია

15 ოქტომბერი, 2021 , 13:39

ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, მან გაასწრო მოვლენებს და თავიდანვე დაიჭირა ისეთი პოზა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვო

№17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს

15 ოქტომბერი, 2021 , 11:08

№17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად ორი პატიმრის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „2021 წლის 14 ოქტომბ

`ბრალდებულებმა მოშალეს არამზიდი და მზიდი კონსტრუქციები“ - პროკურატურამ 3 პირს ბრალდება წარუდგინა

10 ოქტომბერი, 2021 , 16:26

საქართველოს პროკურატურა ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი