უკან

რეგიონები

14 ნოემბერი, 2018 16:00
font-size

ბათუმში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „მისამართი“ გაიმართება

17-18 ნოემბერს, ბათუმი უმასპინძლებს თანამდროვე ხელოვნების ფესტივალს „მისამართი“. ფესტივალის ფარგლებში ბათუმში მდებარე 6 საცხოვრებელი კორპუსი გადაიქცევა საგამოფენო სივრცეებად.

ლიფტი, სადარბაზო, აივანი, საძინებელი, აბაზანა იქნება სივრცეები, სადაც ხელოვანები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებსა და შეასრულებენ პერფორმანსებს.

ფესტივალის მიზანია თანამედროვე ხელოვანებისა და ბათუმის მაცხოვრებლების უფრო მჭიდრო დაკავშირება. შესაბამისად, ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე აუდიტორიას აღნიშნული კორპუსების მეზობლები წარმოადგენენ. ფესტივალის განმავლობაში, მათ ექნებათ საშუალება დაესწრონ გამოფენებსა და არტ-პერფორმანსებს, გარდა ამისა გაესაუბრონ ხელოვანებს მათი ნამუშევრების შესახებ. თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „მისამართი“ წელს პირველად ტარდება და მასში 9 ხელოვანი სხვადასხვა პროექტითაა წარმოდგენილი.

ფესტივალის პროგრამა:

#1 მისამართი
მ. აბაშიძის ქ. 1, ბინა 19 (კონტესთან)

„სარეცხი მანქანა“
აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია
გიორგი მრევლიშვილი (თბილისი)
საათები: 13:00-20:00

„წითელი ოქტომბერი, იციან მხოლოდ ვეშაპებმა“
აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია
ირაკლი ‘მორე’ ლიტვინენკო (თბილისი)
საათები: 13:00-20:00

საუნდ პერფორმანსი
Vo Ezn (თბილისი)
საათები: 19:00-20:00

#2 მისამართი
26 მაისის ქ. 40/90, სადარბაზო
“ის რაც გვიყვარს“
გრაფიტი, ფერწერა
ირაკლი ადეიშვილი (ბათუმი)
საათები: 15:00-19:00

#3 მისამართი
ლერმონტოვის ქ. 14, ბინა 51

"ალტერნატიული სამყარო 0+1"
ნახატების სერია
ნინო ბოსიკაშვილი (თბილისი)
საათები13:00-19:00

„ხელოვნური გული“
ინსტალაცია/მიქს მედია
მაკა ზედელაშვილი (თბილისი)
საათები: 13:00-19:00

#4 მისამართი (ზუსტი ლოკაციები იქნება ცნობილი ფესტივალამდე 1 დღით ადრე)
სხეულების ენერგეტიკა
მინის კომპოზიცია
თამარ მაჭარაშვილი (თბილისი)
საათები: მთელი დღის განმავლობაში

#5 მისამრთი
ფიროსმანის ქ. 7, ფასადი
„წაკითხვისთანავე დაწვი“
წარწერა ფასადზე/მიქსმედია
მარიამ ნატროშვილი / დეთუ ჯინჭარაძე (თბილისი)
საათები: მთელი დღის განმავლობაში

#6 მისამართი
ფიროსმანის ქ. 9, ეზო
“Rediscover”
ცოცხალი ფოტო პროექტი
ნინო ხუნდაძე (თბილისი)
საათები: მთელი დღის განმავლობაში

საკვანძო სიტყვები:

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

ონის სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

21 თებერვალი, 2024 , 14:26

ონის მუნიციპალიტეტის მერია ამბობს, რომ უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გააქტიურა. მათივე ცნობით,  სოფლებ  უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტ

მეწყრული პროცესების გამო, საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის 22-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

16 თებერვალი, 2024 , 08:31

ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა, – ამის შესახებ სა

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს

7 თებერვალი, 2024 , 16:46

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, მიმდინარ

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა

6 თებერვალი, 2024 , 11:59

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ქარმა გადახადა სახურავი საცხოვრებელ სახლებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დაზიანდა ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი