უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მარტი, 2017 16:25
font-size

ბათუმში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ჩადის

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი დღეს, ბათუმს ეწვევა.

მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას, საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ადასტურებს.

მისი თქმით, თურქეთის პრემიერს ქართველი კოლეგა სადილზე უმასპინძლებს.

„ჩვენს პრემიერ-მინისტრს აქვს თავისი პროგრამა ქალაქ ართვინში, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, იგი სტამბოლში უნდა გაფრინდეს ბათუმიდან, ასე რომ, საზღვრიდან აეროპორტამდე მოკლე ტრანსფერი ექნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა კეთილი სურვილი, ესარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვისაც ძალიან დიდი პატივია. პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს საღამოს სადილზე შეხვდებიან“,-აღნიშნა ელჩმა მედიასთნ საუბარში.

მისი თქმით, ორი ქვეყნის პრემიერი შეხვედრაზე ისაუბრებს ყველა საინტერესო საკითხსზე.

„ყველა საინტერესო საკითხს შეეხებიან, თუმცა, როგორც გითხარით, ეს არ არის რაიმე ოფიციალური ან წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი და მხოლოდ შესაძლებლობის გამოყენებაა. ამიტომ, არ არსებობს რაიმე დღის წესრიგი ან საკითხთა ოფიციალური ჩამონათვალი. ისინი ისაუბრებენ ყველა თემაზე, რომელსაც ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვლიან“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა

საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი, დღეს ბათუმში რაგბის სტადიონის გასახსნელად ჩადის.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი