უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო 08.08.2012 12:43

ბათუმში, ძველი ბულვარის ცენტრალური ნაწილის მიმდებარე სანაპიროზე გუშინ ზღვაში 31 წლის მამაკაცი დაიხრჩო.

თვითმხილველების განცხადებით, ტრაგიკული შემთხვევა ზღვაში შესვლიდან რამდენიმე წუთში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

,,ჩვენ გამოვედით დროულად, მაგრამ რომ მოვედით, უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა“, _ განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა გაიანე ტეტემაძემ.

31 წლის გიორგი ნადირაძე ბათუმში დასასვენებლად მეგობრებთან ერთად სიღნაღიდან იყო ჩასული.

ცხედარი ექსპერტიზისთვის ქალაქის პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.