უკან
საზოგადოება
14 ნოემბერი, 2017 12:30
„ბავშთა სამყაროს“ დაზარალებულებმა პროკურატურასთან კარვის გაშლა სცადეს, რამაც პოლიციასთან დაპირისრება გამოიწვია
მთავარ პროკურატურასთან „ბავშთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაზარალებულებმა საგამოძიებო უწყებასთან კარვის გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციელები მათ კარვის დადგმის უფლებას არ აძლევდნენ.
აქციის მონაწილეები პროკურატურისგან საქმის დროულ გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
„მოვითხოვთ დროულად გამოიძიონ. რა საჭიროა ამდენი გადადება. ერთი-ორი მაღალჩინოსანიც იქნება გარეული. მათი დაკვეთით გადაიწვა. გაძარცვეს კიდეც“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მონიკა დავლიანიძე