უკან
საზოგადოება
3 აპრილი, 2017 15:25
„ბავშთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა კარვების გაშლა დაანონსეს
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
დაზარალებულები ხვალიდან კანცელარიასთან კარვის გაშლას გეგმავენ, ნებართვის ასაღებად კი განცხადება დღეს შეიტანეს.
მოვაჭრეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი იმ 60-კაციანი სიის გასაჯაროვებას ითხოვენ, რომლებმაც ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კომპენსაცია მიიღეს.
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებს 3 ათასი ლარი, 24 მარტს, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თბილისის საკრებულომ შესთავაზა.
ისინი საწყის ეტაპზე 5 ათასი ლარს, მოგვიანებით კი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა.