უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2020 16:50
font-size

ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111 სრული დატვირთვით ამოქმედდა

„ჩვენს ძვირფას ბავშვებს მინდა მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ვუსურვო ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, ძალიან ბევრი წარმატება მათ, მათ ოჯახებს,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.

სოფო კილაძემ იმ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელთან დაკავშირებით გასული 2 თვის მანძილზე „ქართული ოცნების“ გუნდმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა იმუშავა.
მისი ინფორმაციით, ინიციატივა მომზადდა სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსისა და Covid19-თან ბრძოლის ფარგლებში.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი ნომრით - 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის“, -აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს და მასში თავმოყრილია ყველა ის სერვისი, რომელიც ქვეყანაში ფუნქციონირებს - სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, ძალადობის წინააღმდეგ და ა. შ. .

მისი თქმით, კომიტეტი ზედამხედველობას უწევს, რომ ამ სახელმწიფო სერვისების თითოეული სიკეთე კონკრეტულ ბავშვამდე და ოჯახამდე მივიდეს.

სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 1 მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში, დღეიდან ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.

„ჩვენ დავაჯამეთ ცხელი ხაზის სატესტო რეჟიმის შედეგები: ეს არის 471 დახმარების თხოვნა, აქედან 229 ოჯახს უკვე გაეწია დახმარება, 242 შემთხვევა არის მიმდინარე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებსაც დავეხმაროთ“, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფო კილაძემ ასევე დააანონსა სიახლე, რომელიც აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულიების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე, ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლებათ ცხელი ხაზის 111-ის დახმარებით უფასო დახმარება მიიღონ ფსიქოლოგთან. კონსულტაცია შეიძლება მიიღონ ამ ბავშვების მშობლებმა და ახლობლებმაც. ყველამ ვიცით, რამდენი ოჯახის პრობლემაა აზარტული თამაშები და ნარკოტიკების მოხმარება. დარწმუნებული ვარ , რომ ამ სერვისით ბევრ ოჯახს დავეხმარებით. ჩვენ Unicef-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვამზადებთ ამ პროექტს და ამოქმედების შესახებ უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ბავშვის დახმარების ცენტრი მთლიანად დააფინანსა, მადლობა გადაუხადა ასევე ჯანდაცვის სამინისტროს გუნდსა და ადამინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტს და მის აპარატს, რომლებმაც მისივე ინფორმაციით, ააწყვეს და უზრუნველყვეს ცხელი ხაზის გამართული მუშაობა.

საქართველოში კორუფცია მძვინვარებს და დღეს ბიზნესი „ქართული ოცნების` მარწუხებშია მოქცეული - მამუკა ხაზარაძე

9 ივლისი, 2020 , 16:30

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიებიდან ყველაზე მეტი დაფინანსება „ქართულ ოცნებას“ აქვ

თავად აღმოვაჩინოთ რამდენი რამ გვქონია სანახავი და მერე უკვე თვითონ ვიქცეთ უცხოელებისთვის გიდებად - მაია ცქიტიშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:30

ვანში გვაქვს მსოფლიო დონის მუზეუმი, ჩვენი ოქროს ფონდის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იქ მოპოვებული ექსპონატებით არის მდიდარი და შევსებული და შესაბამისად, ვანი არის ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი და ჩვენი ისტორიის განუყოფელი

ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ - გიგი უგულავა

9 ივლისი, 2020 , 16:30

ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტყვიავში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვფიქრობთ, ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - საქართველოს საპატრიარქო

9 ივლისი, 2020 , 16:00

ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ &bd

ივანიშვილის ხელისუფლება ამზადებს საარჩევნო ოკუპაციას ჩვენი ქვეყნისას – შალვა ნათელაშვილი

9 ივლისი, 2020 , 15:00

აქცია-ბრიფინგი ,,გახსენი" გამართეს ლეიბორისტებმა თბილისის აეროპორტში და საზღვრების გახსნა მოითხოვეს ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.  „დღეს ახალი სასწაულით გაგვაოცა

საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულები სოციალურ დახმარებას მიიღებენ

9 ივლისი, 2020 , 14:40

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე