უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მარტი, 2018 14:10
font-size

ბავშვს არ შეეხედება, ისეთი სანახავია - 13 წლის მოზარდის ბებია თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

ლიფტში 13 წლის მოზარდზე განხორციელებული ძალადობის საქმეში ახალი დეტალები ირკვევა.

დაშავებულ შვილიშვილის მონათხრობზე დაყრდნობით ბებია ამბობს, რომ ახალგზარდა მამაკაცი მოზარდს ლიფტში შეყვა და პირდაპირ დაუწყო ცემა, პარალელურად კი სატანისტურ რიტუალებზე ესაუბრებოდა.

ბებიას თქმით, მამაკაცს მისი შვილიშვილისთვის ჯერ თვალების ამოთხრა, შემდეგ კი გაუპატიურება სურდა, თუმცა ვერ მოასწრო.

ბავშვმა დახმარებისათვის მეზობლებს დაუძახა, რომლებსაც ადგილზე მისვლისას ის ნაცემი და ნაწამები დახვდათ. მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

,,სატანას უყვარხარ, სატანასთან მიდიხარ. ნუ გეშინია, შენ მოკვდები, მაგრამ სატანას შვილი ხარ და მსგავს რაღაცებს ეუბნებოდა. თვალებს თხრიდა და ბავშვს ეგონა, ამოთხარა კიდეც, იატაკზე ეძებდა. თვალებიდან ჩამოსდიოდა სისხლი. მე აღარ მეგონა, თუ თვალები კიდევ ექნებოდა. ბავშვს არ შეეხედება, ისეთი სანახავია, მაგრამ ბედნიერება ისაა, რომ ხედავს და ბრმა არ მყავს. ეს მთავრობის დონეზე გასარკვევია. სატანისტია, აბსოლუტურად სატანისტია“, - ამბობს ტელეკომპანია ,,იბერიასთან“ მოზარდის ბებია.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ისჯება.

შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

„პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

საკვანძო სიტყვები:

ხელისუფლებამ სოციალური საცხოვრისი, მისი ბინადრებისთვის, სოციალურ ჩიხად აქცია - ფიქრია ჩიხრაძე

26 სექტემბერი, 2020 , 17:30

"ლელო საქართველოსთვის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. “ლელოს” პრესსამსახურის ცნობით, პროექტი "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყო

საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს - თამარ გაბუნია

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებს. „გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება და უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან მტკივნეულია ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მ

ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით - გიორგი გახარია

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს და დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფ

შსს თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალ

N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 სექტემბერი, 2020 , 15:20

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების განცხადებით მას პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე