უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2017 12:40
font-size

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები აშშ-ის ელჩთან შეხვედრას ითხოვენ

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები აქციას მართავენ აშშ-ის საელჩოსთან. მათი მთავარი მოთხოვნაა, შეხვდნენ საქართველოში ამერიკის ელჩ იან კელის, რათა მან უშუამდგომლოს მთავრობასთან კომპანსაციის გაცემასთან დაკავშირებით.

„დაზარალებულები, რომლებიც ხელისუფლებამ გაწირა შიმშილისთვის, ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ბრალია, რომ ბავშვთა სამყარო გადაწვეს. ისინი ითხოვენ ამერიკის ელჩთან შეხვედრას, რათა მოახსენონ, თუ რა ვითარებაში დაიწვა მათი შენობა და სთხოვონ ამერიკის ელჩს დახმარება, რომ უშუამდგომლოს ხელისუფლებასთან ზიანის ანაზღაურებაზე“, განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.

წინა კვირას სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის რიმა ბერაძის მიერ შეთავაზებულ 3000-ლარიან ერთჯერად კომპენსაციაზე უარი თქვეს. მოვაჭრეების განმარტებით, ეს წინადადება უსამართლოა და ვერ ფარავს მათ ფინანსურ ზარალს. ისინი მინიმუმ, 5000-ლარიანი კომპანსაციის გაცემას ითხოვენ.

როგორც მოვაჭრეებმა შაბათს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე განაცხადეს, ისინი საელჩოებთან მივლენ იქამდე, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა, რომლის შედეგად 1000-ზე მეტი მოვაჭრე დაზარალდა. გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ანა მებურიშვილი

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ

19 აპრილი, 2019 , 15:40

მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლე დღეიდან დაინერგა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდო

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს

19 აპრილი, 2019 , 15:40

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭ

თსუ-ში ხვალ კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულ მოსწავლეთა ესეების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

19 აპრილი, 2019 , 15:05

20 აპრილს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ საზოგადოებას წარუდგენს კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ გამარჯვებულ მოსწა

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს

19 აპრილი, 2019 , 13:30

აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის სამი თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბ

მარტში ავსტრიაში საქართველოს 105 მოქალაქე არ შეუშვეს

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში ავსტრიაში საქართველოს 1650 მოქალაქე გაემგზავრა, საიდანაც 105 ქვეყანაში არ შეუშვეს. საქართველოს მოქალაქეთა არშეშვების სტატისტიკით, ავსტრიის მაჩვენ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019